სიახლეები
სკოლები

„შინდისის გმირები“- ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კლიპი გადაიღეს 
17-08-2023
-
+


ბაღდათის N1 საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

მოსწავლეთა განვითარებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, ისინი ახალგაზრდებს არამარტო კონკრეტულ დისციპლინებს, არამედ სამშობლოს სიყვარულსაც ასწავლიან. სწორედ პატრიოტულ მოტივიებზე და გმირების უკვდავსაყოფად გადაღებული კლიპია „შინდისის გმირები“, რომელშიც ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. 

როგორც ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუკრი კარკაძე სოციალურ ქსელში წერს, კლიპში ფილმ „შინდისისა“ და დოკუმენტური კადრებია გამოყენებული. 

აღსანიშნავია, რომ მუსიკა და ტექსტი - ნუკრი კარკაძეს, არანჟირება კი, ერეკლე დიდიას ეკუთნის. კლიპის ოპერატორი თემო ხითარიშვილი იყო. 

„მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ–მაიორ გიორგი მათიაშვილს, მესამე ქვეითი ბრიგადის თითოეულ სამხედრო პირს.

როკითის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მშობლის მიერ მოწოდებულმა იდეამ ასე დიდი წარმატება მოუტანა როკითის საჯარო სკოლის, ბაღდათის N1 და N2 საჯარო სკოლების, ქუთაისის N14 საჯარო და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის სკოლის მოსწავლეებს. პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთო ხონის მინიციპალიტეტის ვ. ჩხენკელის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ვოკალური სტუდიის - „ოქროს ხმების" მოსწავლეები, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ უნიჭიერესი ედუარდ გეგუჩაძე, ასევე კლიპში მონაწილეობენ პედაგოგ მარინე ჭავჭანიძის სტუდიის აღსაზრდელები.

მადლობა ჩემს უძვირფასეს მეგობარს ნანა იამანიძეს და მის მოსწავლეებს, რომელმაც დაუვიწყარი დღე–პრეზენტაცია მაჩუქა King David-ის ულამაზეს გარემოში.

და განსაკუთრებული მადლობა როკითის საჯარო სკოლის პედაგოგებს ასეთი მხარდაჭერისათვის. ვთვლი, რომ „პრეზენტაცია საუკუნოვანი ძელქვების ჩრდილში" საოცარი იყო.

მადლობა უნიჭიერეს ბავშვებს და მათ მშობლებს, ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს, ადამიანებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა ეს დღე შემდგარიყო. ქედს ვიხრი თქვენი სიყვარულის წინაშე.

კლიპში გამოყენებულია დიტო ცინცაძის გენიალური ფილმის „შინდისის“ კადრები, დოკუმენტური კადრები.
მადლობა ბატონ მინდია კიკნაველიძეს, ბაღდათის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას, ვაკო კვინიხიძეს და მის გუნდს.
დიდება გმირებს“,- წერს ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუკრი კარკაძე. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება