სიახლეები
სიახლეები

უნივერსიტეტებში შიდა გამოცდის ვადები, საბუთების ჩამონათვალი, ადგილების რაოდენობა და სხვა დეტალები სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებისთვის
22-08-2023
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს აპლიკანტები ჯერ ისევ ელიამნ, თუმცა უმაღლესმა სასწავლებლების ნაწილმა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისუფალი ადგილების, გასაუბრებებისა და შიდა ვადების შესახებ. etaloni.ge გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას რომელიც უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. 


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე. პროგრამებისა და მიღებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

ვაკანტური ადგილების რაოდენობა სამაგისტრო პროგრამებზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №174/01-01, 31.07.2023)

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
  • გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
  • აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  20-22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ყველა სხვა დეტალი


საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი 2023-2024 სასწავლო წელს სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდების ტესტების ნიმუშები ფაკულტეტების მიხედვით

ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმისა და დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

დეტალები სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2023 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ -ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“).

ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება ელექტრონულად ატვირთული ფორმით - 14 აგვისტოს 10.00 საათიდან 4 სექტემბრის 23.00 საათის ჩათვლით იქნება შესაძლებელი; ხოლო საბუთების მიღება სსუ-ს პირველ კორპუსში - 29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით (10.00 საათიდან 17.00 საათამდე) შეგეძლებათ;

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის.





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება