მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები ცნობილია; აღსანიშნავია, რომ პორტალზე რეგისტრაცია 2023 წლის 21 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი და 2023 წლის 07 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის ბმული students.emis.ge
გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებულო საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 წელს ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. სტუდენტმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით უნდა მიმართოს თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 11 სექტემბერს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა