სიახლეები
სკოლები

რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ეროვნულ გამოცდებზე - ლუკა ლომიძემ ქართულსა და უცხოურ ენაში უმაღლესი ქულები მიიღო
21-08-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურ ენაში მაღალი შეფასებები მიიღეს.

მათგან ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება 60 ქულა, ორმა მოსწავლემ ლუკა ლომიძემ და ნათია მიკირტიჩიანმა მიიღო, ინგლისურში კი მაქსიმალური ქულა - 70 ლუკა ლომიძემ მოიპოვა.

ადგილობრივი მედიასაშუალება გაზეთი „ბოლნისი“ გვთავაზობს სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მედალოსანი მოსწავლეების შედეგებს:

ლუკა ლომიძე: 60-დან 60;

ელენე ლომიძე: 60-დან 55;

გიორგი ყურაშვილი: 60-დან 57;

მარიამ შუბითიძე: 60 -დან 47;

ლუკა ასანიძე: 60 -დან 43.

 

ინგლისური ენა

ლუკა ლომიძე: 70-დან 70;

ელენე ლომიძე: 70-დან 68;

გიორგი ყურაშვილი: 70-დან 61;

მარიამ შუბითიძე:70 -დან 58;

ლუკა ასანიძე: 70-დან 54.

 

Etaloni.ge სკოლის მაქსიმალურქულიან მოსწავლეს - ლუკა ლომიძეს დაუკავშირდა. მან გამოცდების პასუხების შედგომ ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აბიტურიენტმა ასევე უდიდესი მადლობა გადაუხადა სკოლას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის განათლებაში უდიდესი შრომა ჩადო.

„მე-2 კლასიდან მე და ჩემი და ელენიკო ვემზადებოდით ინგლისურში. მე-10 კლასში შევწყვიტეთ კორონავირუსის გამო, მაგრამ მე-12 კლასში ისევ მთელი წელი ვიარეთ დამატებითზე. სკოლის პედაგოგი გვამზადებდა მე-12 კლასამდე. მარტივად ვისწავლეთ ინგლისური. მათემატიკაც ძალიან გვიყვარდა და მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით ვემზადებოდით. ქართულს რაც შეეხება, ბოლო წელს, მე-12 კლასში მოვემზადეთ. მთელი წლის განმავლობაში სწავლაში დიდი დრო და ენერგია ჩავდეთ. გამოცდაზე მხოლოდ ბავშვის ცოდნაზე არაა დამოკიდებული მაქსიმალური შედეგის დადება, გარემოს და ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ველოდებოდი მაქსიმალურ შედეგებს, თუმცა ვცდილობდი, რომ არ შემექმნა ზედმეტად მაღალი მოლოდინები, რადგან შეიძლებოდა რაღაცას ჰქონოდა გავლენა და არ გამოსულიყო ისე როგორც მინდოდა, მაგრამ ძალიან სულ ვფიქრობდი, რა მაგარი იქნება ქართულსა და ინგლისურში იდეალურად იყო ყველაფერი და მაქსიმალური ავიღო-მეთქი. ამიტომ, რომ ვნახე შედეგები ხმა ჩამივარდა. ინგლისურზეც ეგრე იყო. გამოცდაზე სანამ შევიდოდი, ძალიან ბევრი ხალხი, რომ დავინახე მეც ავღელდი, მაგრამ საგამოცდო ოთახში შესვლისთანავე მომეხსნა ნერვიულობა. ძალიან მშვიდად დავწერე ყველა გამოცდა. მათემატიკაზე ვიცოდი რასაც ავიღებდი, მაგრამ ქართულისა და ინგლისურის გამოცდიდან ძალიან კმაყოფილი გამოვედი. გამოვავლინე ჩემი თავი. ვაბარებ ეკონომიკაზე საქართველოს უნივერსიტეტში.

 

მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, ჩემს სკოლას, დირექტორს - მაია ხარაიშვილს და პედაგოგებს. მათ ჩემს განათლებაში უდიდესი ენერგია, შრომა ჩადეს, რასაც ძალიან ვაფასებ. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს რეპეტიტორებს - ნინო ნიგურიანს, მაგული გაბრიჭიძეს, მარინე ღვედაშვილს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში დიდი ცოდნა მომცეს და გამოგვიმუშავეს საჭირო უნარები. ასევე მადლობა დედაჩემს, რომელმაც მე და ჩემს დას ბავშვობიდან სწავლა შეგვაყვარა. მან მომცა მოტივაცია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი“, - აღნიშნავს სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ლუკა ლომიძე.

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება