მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრა, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა.
დოკუმენტის თანახმად, სწავლა დაუფინანსდება 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გურიის რეგიონში; იმერეთის რეგიონში; კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; ქვემო ქართლის რეგიონში; შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად;
ასევე 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ასევე სტუდენტებს, რომლებიც, თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა