სიახლეები
სიახლეები

14 ტერმინი, რომელთა განმარტებაც პედაგოგებმა უნდა იცოდნენ
23-08-2023
-
+


სახელმძღვანელო, „დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი განათლების მიღების მეორე შესაძლებლობისთვის“ რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით არის შექმნილი განმარტებულია ის აუცილებელი ტერმინები, რომელიც პედაგოგებმა უნდა იცოდენენ. etaloni.ge გთავაზობთ 14 ტერმინს და მის განმარტებას.


1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
- დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების სისტემის წინაშე დასახულ მიზნებს. კერძოდ, აქ აღწერილია, თუ როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ.

2.ეროვნული სასწავლო გეგმა - ეროვნული სასწავლო გეგმა განათლების სისტემისთვის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს, თუ:

• რა უნდა იცოდეს მოსწავლემ
• რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს
• რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს მოსწავლე
• რა მეთოდოლოგიურ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლება საქართველოს
სკოლებში.

3. ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგი და სამიზნე ცნება - სასწავლო შედეგები და სამიზნე ცნებები წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს, რომელთა საშუალებითაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული სავალდებულო საგნისთვის (ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა და სხვ.) განსაზღვრულია სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები (ანუ, რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს; რა უნდა იცოდეს მოსწავლემ; რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს მოსწავლე). დოკუმენტში ეს მიზნები განსაზღვრულია ქვესაფეხურისა და საფეხურების (IV, VI, IX კლასი) დონეზე.

4. კურიკულუმი - ტერმინით, კურიკულუმი, დოკუმენტში აღინიშნება გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს იმ ორიგინალურ გზას (შუალედური მიზნები, საკითხები, ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, რესურსები, დავალებები, შეფასების რუბრიკები და სხვ.), რომელსაც კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს წინასწარ განსაზღვრული კომპეტენციების (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების) განსავითარებლად სთავაზობს.

5. კურიკულუმის დიზაინი - დერმინით კურიკულუმის დიზანი, დოკუმენტში აღინიშნება ჩარჩო/ ფორმა, რომელსაც მასწავლებლები კურიკულუმის ასაგებად და განსავითარებლად იყენებენ. კურიკულუმის დიზაინის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია შეკითხვაზე - როგორ განვსაზღვროთ კურიკულუმის ჩარჩო ისე, რომ მისი ფორმა/მისი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულები ხელს უწყობდეს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებასა და სწავლა-სწავლების პროცესის კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე (აქტიური სწავლა, სწავლის სწავლა, ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება, ცოდნის სამი კატეგორია, ახალი ცოდნის დაფუძნება წინარეცოდნაზე) დაფუძნებას.

6. აკომოდაცია - დოკუმენტში ტერმინი აკომოდაცია გულისხმობს გრძელვადიანი მიზნების დაკონკრეტებას სხვადასხვა ტიპის კურიკულუმისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებსა და სამიზნე ცნებებზე დაყრდნობით. 2018 – 2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა სამი მიმართულებით უშვებს სასწავლო შედეგების აკომოდაციის შესაძლებლობას (იხ. კონცეპტუალური
ჩარჩო):

ა) საჯარო სკოლებისთვის (პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“);
ბ) ალტერნატიული სასწავლო გეგმისთვის (კურიკულუმი მძიმე გონებრივი დარღვევების მქონე
მოსწავლეებისთვის);
გ) განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამებისთვის.

7.  ადაპტირება - ტერმინი ადაპტირება გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის/მოსწავლეების ჯგუფის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებას. კურიკულუმის ადაპტირებისას საკვანძო შეკითხვაა - რა განსხვავებული მოდგომები/ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა მოსწავლე/ახალგაზრდა ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ კომპეტენციებს დაეუფლოს (და ამ კომპეტენციების ფლობის დემონსტრირება შეძლოს).

8. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგა - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი
რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და სასკოლო კულტურის
განვითარებას საქართველოს ყველა სკოლაში. პროექტში მთავარი აქცენტი სასკოლო კურიკუ-
ლუმების განვითარებაზე კეთდება.

9. სასკოლო კურიკულუმი - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალება, საგნობრივ სტანდარტებზე დაყრდნობით თავად შექმნას საკუთარი პროგრამა/კურიკულუმი, რომელიც იმ ორიგინალურ გზას წარმოაჩენს, რომელსაც სკოლა საკუთარ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად სთავაზობს.

10. ალტერნატიური სასწავლო გეგმა - კურიკულუმის ტიპი, რომელიც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკონკრეტებას მძიმე და ღრმა ინტელექტუალური პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის. ალტერნატიული სასწავლო გეგმის საფუძველზე იქმნება ადაპტირებული კურიკულუმები მძიმე და ღრმა ინტელექტუალური პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის.

11. განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამები - კურიკულუმის ტიპი, რომელიც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკონკრეტებას/აკომოდაციას. ადაპტირებული კურიკულუმები განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამებზე დაყრდნობით კონკრეტდება. განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამებს შორის განასხვავებენ - დაჩქარებულ პროგრამას, ალტერნატიულ პროგრამას, სკოლაში მოსწავლის დაბრუნებაზე ორიენტირებულ პროგრამას.

12. შეფასების ინდიკატორი/კრიტერიუმი - სტრუქტურული ერთეული, რომლის საშუალებითაც ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისთვის/ ახალგაზრდებისთვის კონკრეტდება. სხვადასხვა ტიპის პროგრამებისთვის/კურიკულუმებისთვის (ახალი სკოლის მოდელი, ალტერნატიული სასწავლო გეგმა განათლების მეორე შესაძლებლობის
ტიპის პროგრამა), როგორც წესი, სხვადასხვა რაოდენობისა და შინაარსის შეფასების ინდიკატორები/კრიტერიუმები გამოიყოფა.

13. სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები - სტრუქტურული ერთეული, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისთვის/ახალგაზრდებისთვის სამიზნე ცნებების მოცულობა შემოისაზღვრება. სხვადასხვა ტიპის პროგრამებისთვის/ კურიკულუმებისთვის (ახალი სკოლის მოდელი, ალტერნატიული სასწავლო გეგმა განათლების მეორე შესაძლებლობის ტიპის პროგრამა), როგორც წესი, სხვადასხვა რაოდენობისა და შინაარსის მკვიდრი წარმოდგენები გამოიყოფა.

14. კომპლექსური დავალება - შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც მოსწავლე ქმნის იმის დასადასტურებლად, რომ მან საგნობრივი საკითხი გაიაზრა. 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კომპლექსური დავალება შუალედური/მოკლევადიანი სასწავლო მიზნის როლს ასრულებს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

თითო ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დაფინანსება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება