მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 15 ივნისი“;
2023 წელს, 15 ივნისი პარასკევს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი სასწავლო წელი შესაძლოა არა 15, არამედ 18 სექტემბერს - ორშაბათიდან დაიწყოს. როდის იწყება ახალი სასწავლო წელი - 18 თუ 15 სექტემბერს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა ადამიანმა მიმართა.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადავწყვიტეთ გაგვერკვია - შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს სწავლის 18 სექტემბერს დაწყების შესახებ ინფორმაცია.
ოფიციალურ სტრუქტურაში განმარტეს, რომ „სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება“.
რაც შეეხება სწავლის თარიღის გადაწევას, კანონით ესეც დაშვებულია, ოღონდ იმ შემთხვევაში, „თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს“ - ასეთ დროს სასწავლო წელი იწყება „15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს“ (კანონი ზოგადი განათლების შესახებ).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.