სიახლეები
სიახლეები

მოზარდის გარეგნობის გაკრიტიკებისთვის 800 ლარით დაჯარიმდებით - „არავის აქვს უფლება, საჯარო სივრცეში მოაწყოს სასამართლო“!
22-08-2023
-
+


სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ქალი გოგონას ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფას აყენებს, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბულერი ქალბატონი მაშინვე კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ მან წესით კანონის წინაშეც უნდა აგოს პასუხი - ამის შესახებ etaloni.ge-ს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ესაუბრა.

სამწუხაროდ, დღეს სწორედ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც შეიძლება შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მოგაყენონ, რომ ვიღაცას უბრალოდ თვალში არ მოუხვედი. განსაკუთრებული აგრესია იგრძნობა ხოლმე მოზარდების მიმართ: პირსინგის, თმის ფერის, მუქი ტუჩსაცხის, ტატუს ან უბრალოდ ვიღაცის გემოვნებისთვის შეუსაბამო დახეული ჯინსის გამო, ზრდასრული, „ჩამოყალიბებული“ ადამიანები ბავშვებს არა მხოლოდ აკრიტიკებენ, მათ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან და ათას სიბინძურეს ეუბნებიან.

იცავს თუ არა კანონი ასეთ დროს მოზარდებს და რა უნდა მოიმოქმედონ მათ, თუკი ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს? - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე რამდენიმე განმარტებას აკეთებს:

„ჩაცმულობა არის ადამიანის გამოხატვის ნაწილი და პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რას ჩაიცვამს!  არასრულწლოვანს შეიძლება მშობლებმა ურჩიონ სამოსი, თუმცა ხშირად უფროსები პატივს სცემენ ბავშვის არჩევანს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს საჯარო სივრცეში არასრულწლოვნის მიმართ გამოხატულ აგრესიასთან, ეს შემაშფოთებელ მოვლენადაც შეიძლება იქცეს - კომენტარები მხოლოდ ჩაცმულობას არ ეხება ხოლმე და ახლავს ადამიანის იმ თვისებით შეფასება, რომელიც ვერ იქნება ცნობილი სხვა პირისთვის; ადამიანს ღირსების შემლახველ ტერმინებს ეუბნებიან, რაც სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა და ღირსების შემლახველ, დამთრგუნველ გარემოს ქმნის.

„გოგო ასე არ უნდა იცვამდეს!“ - ესაა სექსუალური შევიწროების ფორმა და აუცილებელია პატრულის გამოძახება, რომელიც თავის მხრივ გამოსცემს სამართალდარღვევის აქტს - თუ არასრულწლოვანია 800 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო თუ სრულწლოვანი - 300.

ზოგადად, არავის აქვს უფლება ადამიანს სასამართლო მოუწყოს საჯარო სივრცეში, საჯაროდ ვინმეს დამცირება ყოველთვის იქნება  გარკვეული ტიპის სამართალდარღვევა - სექსუალური შევიწროება ან თუნდაც წვრილმანი ხულიგნობა... ამიტომაა საჭიროა პატრულის გამოძახება. დამცირება არ შეიძლება იყოს დაშვებული!“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება