მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ეხება ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და მექანიზმების საშუალებით ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გზამკვლევების პროექტები შემდეგ საკითხებზე: სკოლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფა, სკოლების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, მოსწავლის შეფასების მეთოდოლოგია, მოსწავლის უფლებების დაცვის მექანიზმების მეთოდოლოგია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების მეთოდოლოგია და სასკოლო კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს. მომხსენებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ უკუკავშირი გზამკვლევების პროექტებთან დაკავშირებით.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა პირმა, მათ შორის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ზოგადი განათლების ექსპერტებმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა