სიახლეები
სიახლეები

„პირველ დღეს, ასამდე კურსელიდან, მხოლოდ ერთი გოგო გავიცანი“ - გამოცდილი სტუდენტები თავიანთ პირველ დღეს იხსენებენ და პირველკურსელებს რჩევებს აძლევენ
05-09-2023
-
+


პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში ბევრ ემოციასთან ასოცირდება. სკოლის კედლების დატოვების შემდეგ უკვე 1-ელი კურსის სტუდენტები ახალ სამყაროში შეაბიჯებენ. მათთვის ეს საინტერესო და ამაღელვებელია ეტაპია. ბევრი მათგანი მშობლიურ ქალაქს ტოვებს, საცხოვრებელს იცლის და თავიდან უწევს ყველაფერთან ადაპტაცია. გარემოსთან შეგუების პროცესი კი ზოგისთვის უფრო რთულია, ზოგისთვის მარტივი.

საინტერესოა, ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებენ უნივერსიტეტის 1-ელ დღეს ახლა უკვე მაღალკურსელები და ყოფილი სტუდენტები. 

სწორედ ამასთან დაკავშირებით etaloni.ge მათ დაუკავშირდა, სადაც სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ემოციურად გაიხსენეს უნივერსიტეტის 1-ელი დღე.

ერთ-ერთი კურსდამთავრებული ანანო, იხსენებს, რომ მღელვარებისგან მე-8 სართულზე, სადაც ლექცია უნდა ჩატარებოდა, ფეხით ავიდა და გული ისე უცემდა, რომ ნერვიულობაც კი დაავიწყდა.

„მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. ერთხელ კი ვიყავი უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს, მაგრამ მაინც ზუსტად არ მახსოვდა როგორ უნდა მივსულიყავი. დედა გავიყოლე, ახლა ძალიან მეცინება, რომ მახსენდება, მაგრამ მაშინ შფოთვებში ვიყავი. არც ერთი ნაცნობი მყავდა უნივერსიტეტში და ეს უფრო მთრგუნავდა, მაგრამ როგორც კი ეზოში შევედი მღელვარება მომეხსნა .

მახსოვს, მე-8 სართულზე ფეხით ავედი, გული ისე მიცემა, რომ ნერვიულობა სულ დამავიწყდა. აუდიტორიას ძლივს მივაგენი და ბავშვები, რომ დავინახე ვიფიქრე აი, ჩემი კურსელები-მეთქი. მაგ დღეს ლექცია გამიცდა, მაგრამ მაინც მოვახერხე ბავშვების გაცნობა. მეორე დღიდან უკვე დავმეგობრდით, მათთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. გამიმართლა კურსელებში, ლექტორებიც ძალიან კარგები იყვნენ. უკვე მეორე კვირიდან მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. მართალია კაფეტერია და საპირფარეშოს სართულები ყოველთვის მეშლებოდა, მაგრამ ამასაც ხალისით ვიხსენებ“, - გვიყვება ჟურნალისტიკის კურსდამთავრებული.

ინგლისური ფილოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტისთვის - ანისთვის უნივერსიტეტის პირველი დღე არც ისე სტრესული იყო. ის მომავალ 1-ელ კურსელებს ურჩევს, რომ არ ინერვიულონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

„თავიდანვე, უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღიდან ვცდილობდი, რომ აქტიურად ჩავრთულიყავი სტუდენტურ ცხოვრებაში. ყველა კუთხე-კუნჭული გამეცნო. პირველმა დღემ ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. ბევრი სტუდენტი იყო ჩემნაირად ახლის გაგებისკენ, რომ მიისწრაფვოდა. 1-ელ დღეს რამდენიმე ადამიანი გავიცანი. თავიდან, რა თქმა უნდა, ვღელავდი, მაგრამ ისეთი სტრესული არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, პირველკურსელებს ვურჩევ, რომ სტრესულად არ აღიქვან უნივერსიტეტი. მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა განვითარებისთვის, წავიდნენ რისკზე და არ დაიჩაგრონ თავი იმაზე ფიქრით, რომ პირველკურსელები არიან და რამეს ვერ შეძლებენ. ასეთი ფიქრები გამო, მე, სამწუხაროდ, ბევრი პროექტი გამოვტოვე.

შეიძლება პირველკურსელმა იმაზე მეტი შეძლოს, ვიდრე მე-2, მე-3 ან მე-4 კურსელმა. ასე რომ ყველგან უნდა სცადონ ბედი და მარცხიც ჩვეულებრივად მიიღონ. კმაყოფილები უნდა იყვნენ საკუთარი თავით, რადგან ყველა ახალი ნაბიჯი გამოცდილებას მისცემს ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება“, - აღნიშნავს უკვე მე-2 კურსის სტუდენტი ანი.

უნივერსიტეტის 1-ელი დღე არც ისე ამაღელვებელი აღმოჩნდა უკვე კურსდამთავრებულ თამუნასთვის. 

„ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტის პირველი დღე ამაღელვებელი იყო. პირველკურსელებს მაინცდამაინც იმის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ლექცია-სემინარები ჩატარდება, ყველა კურსელს გაიცნობენ და მაშინვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ. მახსოვს, იმ დღეს ჩემი ასამდე კურსელიდან, მხოლოდ ერთი გოგო გავიცანი, მეორე კი ჩემი ბიძაშვილი იყო. ცოტა ხანი შენობის დათვალიერებას, მის შესწავლას დავუთმე, შემდეგ კი მეგობრებათან ერთად, სასეირნოდ წავედი. რეალურად, საუნივერსიტეტო ცხოვრება 1-2 კვირის შემდეგ იწყება“, - გვიყვება ყოფილი სტუდენტი - თამუნა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება