მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უგამოცდოდ უმაღლესში ჩარიცხული აბიტურიენტების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა. მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აღსანიშნავია, რომ ახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა – არაუმეტეს 2250 ლარისა.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, საჭიროა განცხადება, ხოლო ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
დოკუმენტის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
„მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა