სიახლეები
სკოლები

„რაღაცნაირი მძიმეა სოფელში მასწავლებლის სიკვდილი...“ -  ზემო ნიქოზის სკოლის ყოფილი მოსწავლე, პედაგოგ ნანა ხაჭაპურიძეს ემოციურ წერილს უძღვნის
24-08-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა პედაგოგ ნანა ხაჭაპურიძეს გლოვობს.

მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორი ლია შატაკიშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი დაღუპვის გამო.

როგორც სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, მოსწავლეებს ის განსაკუთრებულად უყვარდათ. ერთ-ერთი მათგანი სკოლის კურსდამთავრებული - ეთო გლურჯიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„რაღაცნაირი მძიმეა სოფელში მასწავლებლის სიკვდილი…

სოფლის რუტინაში ჩაფლულები, ლაღი ბავშვობის მძიმე მისიას ზურგზე წამოიკიდებენ ხოლმე და მერე ყველა ოჯახში, ყველა თაობაში თავის წილ მოგონებებსა და ისტორიებს ტოვებენ. თითქოს ასე აწებებენ დაშლილ თაობებს და ისედაც დაცლილ სოფლებს, საუბრისა და ერთიანობის მიზეზს უტოვებენ. დაფანტულ ნა-მოწაფრებს კი იმედს ოდესმე შეკრებისას.

რაღაცნაირად სხვა სიყვარულია სოფელში მასწავლებელი.

გადმოსულ-შემომატებულ ბავშვებსაც ისეთივე სიყვარულით მიგიღებენ, თითქოს, პირველი კლასიდანვე თავად შეეფუთოთ შენთვის წიგნების „აკიდო“ ან მუყაოს ყუთებში მყარად მოთავსებული „ეკრანიანი მეგზურები“.

რაღაცნაირი ბედნიერებაცაა სოფელში მასწავლებელი.

დიდი ხნის მერე იქ ჩასულებს, პირველებს უხარიათ უკვე გაზრდილ ნა-მოწაფრებზე თვალის შევლება და მათი მოკითხვა, გა-მოკითხვა. მევენახეს რომ რთველი უხარია, ეგრე და მერე როგორ ჩუმად ხმაურობს მათში შინაგანი სიამაყეც? დიდ გზამდე ხომ სადღაც ერთად გავლილი პატარა ბილიკები იყო.

რაღაცნაირი რთულიც ხოა მასწავლებლობა.

მერედა უცხო(ების) ენისა. თან თუ დამრიგებელიც გქვია, სწავლის მწარე ძირს, იმ ვერ გამოჩენილ კენწერომდე, სიტკბოება შენ თვითონ უნდა გამოუძებნო.

მაგრამ სოფელიც განსაკუთრებით ეკიდება ხოლმე მასწავლებლის სიყვარულს, დიდი ხანი ინახავს და განსაკუთრებულსავე სულს ჰბერავს, სავსეს მასზე მოგონებებით.

ალბათ, ეგ არის მასწავლებელთა ყოფის აუტანელი სიმძიმეცა და სიმსუბუქეც.

რაღაცნაირი მძიმეა სოფელში მასწავლებლის სიკვდილი. ამის მერე ხო სკოლის ზარიც მძიმედ ირეკება“ - ამ სიტყვებით აცილებს, უძვირფასეს ნანა მასწავლებელს, სკოლის კურსდამთავრებული ეთო გლურჯიძე.

პედაგოგს სასკოლო საზოგადოება კი შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება:

„დიდი დანაკლისია, ნანა მას თქვენი წასვლა ჩვენგან მწუხარების გამომხატველი ყველა სიტყვა, უძლურია, იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც მთლიანი კოლექტივი განვიცდით... თქვენ იყავით ადამიანი, რომელმაც მთელი თქვენი ცხოვრება სკოლასა და მოსწავლეებს გაუნაწილეთ მოიკრიბეთ, უკანასკნელი ძალები და თქვენს საქმეს, თქვენს მოსწავლეებს მიუძღვენით თითოეული წუთი, ღიმილით და სიყვარულის გაზიარებით, ცოდნასთან ერთად.

გემშვიდობებით თვალცრემლიანები და გულდამძიმებულები. მძიმე და სევდიანი იქნება თქვენს გარეშე ახალი სასწავლო წელი
აღარ იფუსფუსებთ და არ მოგვთხოვთ, გოგოებო რამე ახალი მოვიფიქროთ, სხვანაირი სიახლით მივიღოთ ჩვენი ბავშვები ამ სასწავლო წელსო, რთული იქნება, თქვენი სიცოცხლით სავსე ღიმილის, გარეშე 15 სექტემბერი“ , - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს პედაგოგის ოჯახსა და სკოლას.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება