სიახლეები
სიახლეები

პირველკურსელებისთვის უნივერისტეტებში რეგისტრაციის ვადები ცნობილია
01-09-2023
-
+


აბიტურიენტები მოუთმენლად ელოდებიან თუ როდის დაიწყება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა, თუმცა ჯერ აუცილებელია უნივერისტეტში რეგისტრაციის გავლა, რომელთა ვადებიც უკვე ცნობილია.

etaloni.ge გთავაზობთ 2023-2024 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცის დაწყების თარიღსა და უნივერისტეტში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველსემესტრელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 4-დან 12 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

აკადემიური რეგისტრაციის ვადებია - 14-18 სექტემბერი. სწავლა კი 18 სექტემბრიდა დაიწყება.

სტუდენტმა ჩარიცხვისათვის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი, ბეჭდური (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკლურსელთა რეგისტრაცია 1-დან 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა  კი 25 სექტემბრიდან დაიწყება.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

თავისუფალ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 3 სექტემბერს 14:00-ზე და დასრულდება 4 სექტემბერს 22:00-ზე.

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი
მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მისვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებია 4 - 10 სექტემბერი. გვიანი რეგისტრაცია 11 – 24 სექტემბერი.

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში უნდა წარმადგინოთ:

  1. სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
  2. სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  3. პირადობის მოწმობის 2 ასლი
  4. დაბადების მოწმობის 2 ასლი
  5. 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 4-დან 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • განცხადება (განცხადების ფორმა რეგისტრაციისას დაგხვდებათ)
  • ატესტატი (დედანი და ასლი)
  • პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
  • ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
  • 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადებია: 11-16 სექტემბერი. ლექციები კი 25 სექმტებრიდან დაიწყება.

საჭირო დოკუმენაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

საქართველოს უნივერსიტეტში - დმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 1 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.

რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი; 
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში); 
  • ფოტოსურათი (3X4); 
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებია: 11 სექტემბერი – 25 სექტემბერი. სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება.

რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

აგრარული უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 7 სექტემბერს 14:00-ზე და დასრულდება 8 სექტემბერს 22:00-ზე 

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი

მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში 12 და 13 სექტემბერს 16:00-ზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ცნობილია სამაგისტრო გამოცდასა და საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადებიც


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის „რწყილი და ჭიანჭველა“ გაითამაშეს



საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება