მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდის, „LIGGA"-ს ხუთმა მონაწილემ აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი, ალექსანდრე, ლიზი, ირაკლი და გეგა სპეციალურად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისთვის გაერთიანდნენ. თბილისის, ქუთაისის და სენაკის სკოლის მოსწავლეებმა რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა შექმნეს. მათი გამოგონებით შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბების შემთხვევაში, სისტემას შეუძლია მოსახლეობის და შესაბამისი სამსახურების ინფორმირებულობა მოკლეტექსტური შეტყობინებით, ასევე საგანგაშო სიგნალის სახით.
კონკურსში პირველ ადგილზე გასვლის შედეგად, მათ დაუვიწყარი მოგზაურობა ხვდა წილად. ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები გაეცნენ NASA-ს საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინოვაციების და პროტოტიპების შექმნაში. გუნდის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ასტრონავტების გადამზადების და კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრები. მონაწილეებმა გამოსცადეს წყალქვეშა ყვინთვის სპეციალური პროგრამა, რომელსაც ასტრონავტები გადიან, უწონადობის სიმულაციიის მიზნით. მონაწილეები ასევე შეხვდნენ NASA-ს ასტრონავტს ბილ მაკარტურს (Bill McArthur), რომელსაც კოსმოსში ოთხი მოგზაურობა და ჯამში, 224 დღე აქვს გატარებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა