სიახლეები
სკოლები

ტაბაკინის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი - „ტაბაკინი 2023“ გრანდიოზულად დაიხურა
29-08-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს, ბევრი ახალი შეიმეცნეს, ნასწავლი გაიხსენეს და, რა თქმა უნდა, ბევრი იხალისეს. ეს ყველაფერი კი მათ საზაფხულო ბანაკმა „ტაბაკინი 2023“ შესთავაზა, რომელიც ტაბაკინის საჯარო სკოლაში მოეწყო და ბავშვებს დაუვიწყარი დღეები აჩუქა. 

შთამბეჭდავი და გრანდიოზული აღმოჩნდა საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაც. 

ბანაკის მონაწილეებმა შეასრულეს როგორც მუსიკალური, ასევე საცეკვაო ნომრები და ლექსები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის მერი, თემის წარმომადგენელი, თემის დეპუტატი, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობი.

საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, სოფელ ტაბაკინში ზესტაფონის მერი ესტუმრა. ვასილ გველესიანი გაეცნო ბანაკის მოსწავლეებს, წარმატებები უსურვა მათ და სამადლობელი სიგელი  გადასცა ბანაკის ორგანიზატორებს - თამარ გუნიავასა და თამილა კირკიტაძეს.

ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და როგორც ბანაკის მონაწილეებს, ისე სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება