მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საინტერესოა, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული პირველკლასელთა სკოლისთვის მომზადება. ამასთან დაკავშირებით, etaloni.ge პირველკლასელთა მშობლებს დაუკავშირდა:
„ჩანთაში ფასდაკლებით 105 ლარი გადავიხადე, პენალში 25. გააჩნია ხარისხს, თუმცა მინიმალური ფასი, რაც მე ვნახე 25 ლარი იყო. ელემენტარული ნივთები, რომლებიც ყველა მოსწავლეს სჭირდება - ფანქრები, კალმები, სახაზავი, საშლელი 50 ლარის ღირებულებისაა. ტანსაცმელებს რაც შეეხება, ძირითადად საიტებიდან ვიწერ და 400 ლარამდე გადავიხადე სხვადასხვა სეზონის ტანსაცმელში. ბაზრობაზე მინიმუმ ერთი თავი სამოსისთვის 100 ლარი გჭირდება. ფეხსაცმლის ფასიც 60 ლარიდან იწყება. სრულყოფილად ბავშვი რომ სკოლისთვის მოამზადო მინიმუმ 500 ლარი გჭირდება“, - გვეუბნება პირველკლასელის მშობელი - ანჟელა.
„ჯერჯერობით სკოლისთვის მხოლოდ ჩანთა შევიძინეთ, რომელშიც 100 ლარი გადავიხადე. ტანსაცმელებზე მინიმალური ფასი 100 ლარიდან იწყება, საკანცელარიო ნივთებზეც გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა ფასი მომატებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთში წავიდეთ და იქ შევიძინოთ სკოლისთვის საჭირო ნივთები უფრო იაფად“ , - ამბობს მშობელი - მარიამი.
„ერთი ცალი ჩვეულებრივი კალამი 2 ლარი ღირს, მაშინ, როდესაც 2 წლის წინ 50 თეთრი ღირდა. წარმოიდგინეთ კალამზე როცა ასეა ფასი მომატებული სხვა ნივთებზე რა იქნება, პირველკლასელებს საკანცელარიო ნივთები და ჩანთა ახარებთ ყველაზე მეტად და შესაბამისად, მინდა, ჩემს შვილს არ ვაწყენინო და ვუყიდო ის, რაც თავად მოეწონება. ჩანთაში 150 ლარი გადავიხადე, პენალში 30. საკანცელარიო ნივთებში ჯამში 40 ლარამდე დავტოვე. ტანსაცმელები ჯერ არ მიყიდია, მაგრამ ბაზრობაზე რასაც გადავხედე ცოტა შოკი მქონდა, მაღაზიის ფასებზე მაღალია. ვიფქრობ, 600 ლარი მაინც დამიჯდება ჯამში ბავშვის სკოლისთვის მომზადება“, - აღნიშნავს პირველკლასელის დედა ანა..
„ორი პირველკლასელი მყავს წელს. ორივეს მომზადება ვფიქრობ, 1000 ლარამდე დამიჯდება. ჩანთას ერთს რომ კარგს უყიდი მეორესაც ისეთი უნდა უყიდო. 200 ლარი გადავიხადე ორ ჩანთაში. ტანსაცმელში და ფეხსაცმელში ჯამში 300 ლარი. საკანცელარიო ნივთები ჯერ არ მიყიდია. რთულია ძალიან ორი პირველკლასელის მომზადება სკოლისთვის. ფასები ძალიან მომატებულია ყველაფერზე“, - გვიამბობს მშობელი ნუნუ.
საბაზრო ფასების გათვალისწინებით ფასები შემდეგნარია:
სახატავი რვეული - 6 ლარიდან;
კალამი - 50 თეთრიდან;
პენალი - 20 ლარიდან;
უბრალო ფანქრები - 50 თეთრიდან;
სახატავი ფანქრები - 6 ლარიდან;
საშლელი - 50 თეთრი;
სათლელი - 50 თეთრიდან;
სახაზავი - 80 თეთრიდან;
რვეული 12- ფურცლიანი - 50 თეთრი;
ჩანთა - 100 ლარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.