სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

23 წლის პედაგოგის თვითმკვლელობის შემდეგ, სამხრეთკორეელ მასწავლებლებს მოსწავლეთა დასჯის უფლება მისცეს
02-09-2023
-
+


სამხრეთ კორეის განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან მასწავლებელთა უფლებების დარღვევის საწინააღმდეგოდ ზომები მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap იტყობინება. ახალი წესები, მათ შორის, მოწოდებულია მასწავლებელი დაიცვას მშობლების შეურაცხმყოფელი საჩივრებისგან.

სამინისტრო მხარს დაუჭერს დადგენილებაში ჩასწორებას, რათა მასწავლებლები დაიცვას განურჩეველი ბრალდებებისგან და, ასევე, უზრუნველყოს დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება, ისეთის როგორიცაა, მაგალითად, მეცადინეობას ჩამოშორება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილება საზოგადოებრივ რეზონანსს მოჰყვა, რომელიც დაწყებითი კლასების 23 წლის სეულელი მასწავლებლის თვითმკვლელობამ გამოიწვია. როგორც Yonhap-ი იტყობინება, პოლიცია შემთხვევის მიზეზს ჯერ კიდევ იძიებს. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი ვერ გაუმკლავდა ერთ-ერთი მოსწავლის მშობლებთან კონფლიქტის გამო გამოწვეულ სტრესს. მშობლებმა მასწავლებელი შვილზე ძალადობაში დაადანაშაულეს, სკოლამ კი  ბრალდებები უარყო. 

ტრაგიკული ინციდენტი 18 ივლისს მოხდა და საზოგადოებაში შოკი გამოიწვია, შემდეგ კი ცხარე დებატები სამხრეთ კორეაში პედაგოგების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. ტრაგედიასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ინტერესების წარმომადგენელმა სამმა პროფესიულმა კავშირმა მთავრობას, მასწავლებელთა დასაცავად ღონისძიებების დაუყოვნებლივ შემუშავებისკენ მოუწოდა. 

ამის შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ხელისუფლებას 2010-2012 წლებში მოსწავლეთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებული დადგენილების გადახედვა დაავალა. ამ დოკუმენტის თანახმად, მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკური ზემოქმედების უფლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს. 

რა ახალი წესები იქნება სამხრეთკორეულ სკოლებში?

როგორც The Korea Herald წერს, ახლა, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლის მასწავლებლებს წესრიგის დამრღვევთა კლასიდან გაძევების უფლება აქვთ. თუ მოსწავლე სმარტფონს ვერ წყდება და ეს კლასის მუშაობას უშლის ხელს, პედაგოგს უფლება აქვს სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ მოსწავლეს სმარტფონი ჩამოართვას. 

ფიზიკური დასჯა უწინდებურად აკრძალულია, მაგრამ გამოუვალ სიტუაციებში მასწავლებლებს უფლება ექნებათ მიმართონ ფიზიკურ ძალას მოსწავლის შესაკავებლად, თუ ის ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენს მასწავლებლისთვის ან სხვა ბავშვებისთვის და სიტყვიერი მოწოდება უძლურია. 

ასევე, მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა დირექტორს მოსწავლის დასჯის ნებართვის თხოვნით მიმართოს. ასეთი დასჯა შესაძლოა იყოს, მაგალითად, მოთხოვნა მოსწავლემ საკუთარი ქცევის გამო ბოდიში წერილობით მოიხადოს. 

ახალი წესები ეხება მასწავლებლის მშობლებთან ურთიერთობასაც. მაგალითად, ახლა, მშობლები ვეღარ შეძლებენ მასწავლებელს საჩივრებით უშუალოდ ​მიმართონ. მსგავს სიტუაციებს რამდენიმე მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი დირექტორის ხელმძღვანელობით განიხილავს. განათლების მართვის ადგილობრივ ორგანოებში, ასევე, სპეციალურ კომისიებს შექმნიან - რათა ისეთი კონფლიქტების გადაწყვეტაში ჩაერიონ, რომელთა მოგვარების ძალა თავად სკოლას არ შესწევს. 

საპილოტო რეჟიმში ახალ წესებს სექტემბრიდან შემოიღებენ, ახალ სასწავლო წელს კი ყველგან გავრცელდება - სამხრეთ კორეაში, სასწავლო წელი მარტში იწყება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება