მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა, რომელიც ვრცელდება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრ, ასევე დედ-მამით ობოლ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებლებში და არ არიან ჩართულნი დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა..
აღსანიშნავია, რომ პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას, შეფასების სისტემით 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით; მეორე - ოჯახში შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას, მესამე - სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით (მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა, მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში, მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ.: ჩართულია სასწავლო, სამეცნიერო, კვლევით, სპორტულ და სხვა სახის პროგრამებში) .
მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
3. სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
4. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადების მითითებით;
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრის გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
6. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან (დევნილის მოწმობა) ;
7. თავიანთი პროფილით წარჩინებული სტუდენტების შემთხვევაში - ორი რეკომენდაცია (ერთი მიმართულების მეცნიერ-თანამშრომლის და ერთი ფაკულტეტის დეკანის); ასევე, სასწავლებლიდან წარმოადგინოს დოკუმენტაცია სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართულობის და მიღებული სერტიფიკატის - ჯილდოების შესახებ;
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
9. გადასახდელი თანხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება