სიახლეები
საინტერესო

როგორ მივცეთ ბავშვებს სასწავლო მოტივაცია აკადემიური წლის დასაწყისში?
09-09-2023
-
+


არდადეგები იწურება. იმისთვის, რომ ხანგრძლივი დასვენებიდან სწავლაზე გადართვა მტკივნეული არ იყოს ფსიქოლოგები მშობლებსა და მასწავლებლებს უზიარებენ არაერთ რჩევას, თუ როგორ მისცენ მოსწავლეებს სასწავლო მოტივაცია.

როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, სასწავლო წლის დასაწყისში დაბალი მოტივაციის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • რთული ურთიერთობები მასწავლებელთან ან თანაკლასელებთან;
  • მოსწავლეს არ ესმის, რატომ დადის სკოლაში;
  • წინა წლის სასწავლო დანაკარგები. 

ამასთან, არსებობს ორი სახის მოტივაცია - შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაციის დროს ადამიანის ქცევას საფუძვლად უდევს მისივე ინტერესები. გარეგანია კი როდესაც მოსწავლეს სწავლისკენ მაგალითად, ჩვენ ვუბიძგებთ. ასეთი მოტივაციის დროს ხშირად მოსწავლე სწავლობს კარგი შეფასების მიღებისთვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მშობლის საამებლად და ა.შ.

ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბავშვს თვითმოტივაცია ვასწავლოთ, რადგან ზრდასრულ ცხოვრებაში მას არავინ ეტყვის - „გთხოვ წადი სამსახურში, შენ იქ მოგეწონება და კოლეგებს დაუმეგობრდები“. 

როგორ განვუვითაროთ ბავშვს სწავლის თვითმოტივაცია?

1. შევქმნათ მიზნის ხატი

იმისთვის რომ რაიმე საქმეს შვეჭიდოთ, აუცილებელია გაცნობიერება, კონკრეტულად რას მოგვცემს მისი შესრულება. ამიტომ ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, რატომ უნდა იაროს სკოლაში და შეასრულოს საშინაო დავალება. 

2. დაყავით დიდი ამოცანები მცირე ნაწილებად

საქმე, რომლის დაწყება არ გვინდა, ხანდახან დაუძლეველი გვეჩვენება, შეჭიდებისას კი არ ღირს თავიდანვე მაღალი ამოცანების დაყენება. მეტად ეფექტურია მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით სწრაფვა - ასე უკმარისობის განცდა რჩება, რაც ნიშნავს, რომ საქმესთან მიბრუნების სურვილი შენარჩუნდება. 

3. შექება 

ბავშვი გარე შეფასებას არის მიჩვეული: მშობლისგან არ მასწავლებლისგან. ბევრისთვის ეს ნამდვილად ძლიერი მოტივატორია. მაგრამ მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი მიღწევების აღნიშვნა და საკუთარი თავის შექება.

4. შთაგონების ძიება

რთული და არასასიამოვნო ამოცანების წინ ან მათი შესრულების შემდეგ შესაძლებელია დამუხტვა იმით რასაც შთაგონება მოაქვს, მაგალითად მუსიკის მოსმენა, დახატვა, ცეკვა ან უბრალოდ მარტოობაში ყოფნა.

5. შეჯიბრი

ბავშვს შეუძლია შეეჯიბროს ზრდასრულს ან საკუთარ თავს. მაგალითად, უცხოური ენის სიტყვების დამახსოვრებაში: დღეს ისწავლის 10-ს, ხვალ 12-ის დაზეპირებას შეეცდება და ა.შ. 

როდესაც სათამაშო ელემენტები ერთვება, შესაძლოა ხარისხი დაზარალდეს, მაგრამ ზრდასრულის პასუხისმგებლობაა დროულად დაარეგულიროს და ბავშვს მიმართულება მისცეს. 

6. შიდა დასაყრდენის ძიება

თვითმოტივაციის კარგი ხერხია საკუთარ თავში ისეთი თვისებების ძიება, რომელიც რაიმე საქმის შესრულებაში გვეხმარება. ბავშვებს ხშირად უჭირთ საკუთარი პიროვნების დადებითი თვისებების ამოცნობა, მაგრამ მათ ეს უნდა ისწავლონ.

7. თანამოაზრეების პოვნა

იმ ადამიანის გვერდით მუშაობა, რომელსაც ასეთივე მიზნები აქვს, ყოველთვის მარტივია. იმ დროს, როდესაც ერთის მოტივაცია ეცემა, შესაძლოა მეორის მონდომება იყოს აღმავალი და ასეთ დროს საუკეთესო მხარდამჭერი აღმოჩნდეს. ასეთი ადამიანად ბავშვისთვის შესაძლოა იქცეს თანაკლასელი ან თავად მშობელი. 

8. მოძებნო რაღაც, რაც უფრო რთული იყო

არსებული ამოცანის უფრო რთულთან შედარება, რომელსაც ოდესღაც გაუმკლავდი, გვეხმარება მას სხვა თვალით შევხედოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება