სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლე-მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციებში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
31-08-2023
-
+


4 აგვისტოს, კერძო სკოლა „მილენიუმის“ 18-კაციანი დელეგაცია დაესწრო დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.

როგორც კერძო სკოლა „მილენიუმში“ გვიყვებიან, ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ლონდონის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ემიგრანტი მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებიც ქართულ სკოლებს ხელმძღვანელობენ უცხოეთში და დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ.

ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი. დაჯილდოებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ დადებითად შეაფასეს ღონისძიება და აღნიშენეს, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას, მათ შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ლონდონის საერთაშორისო კონფერენციები ტარდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. თემების შერჩევისას ხელმძღვანელების მიზანი იყო მოსწავლეებს შეემეცნებინათ თავიანთი სამშობლო პროექტსაც სწორედ ასე ჰქვია „შეიმეცნე შენი სამშობლო“. კონფერენციების ფარგლებში მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ჩვენი ქვეყნის კულტურაზე, ისტორიასა და ხელოვნებაზე.

კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ კონფერენციებში წარმატებული მონაწილეობისათვის. მთელი წლის განმავლობაში სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემაზე. სკოლის გუნდების წარდგენილი თემები, ყოველ ჯერზე, ჟიურის წევრთა დიდ მოწონებას იმსახურებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „მილენიუმი“ მომავალშიც გააგრძელებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობას და მსგავს, საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება