სიახლეები
სკოლები

„პოეზია სულის საზრდო“ - გრანდიოზული ლიტერატურული საღამო ახალშენის საჯარო სკოლაში
31-08-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლამ, კინოსა და თეატრის მსახიობთან, მხატვრული კითხვის ოსტატთან, მეტყველების პედაგოგთან და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტთან მაკა შალიკაშვილთან ერთდ, განახორციელა 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი სასკოლო პროექტი სახელწოდებით „პოეზია სულის საზრდო“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეების მაკა შალიკაშვილის მიმართ დიდი სიყვარულისა და დაინტერესების გამო სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყვიტა ქალბატონი მაკას მიწვევა და დაიწყო მუშაობა პროექტის სისრულეში მოსაყვანად, რაც 22 ივნისს გრანდიოზული პოეზიის საღამოთი დაგვირგვინდა. 

შთამბეჭდავ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები სრული შემადგენლობით.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიეტა ქობალიამ, სკოლის დირექტორს გადასცა მადლობის სიგელი აქტიურობის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, ასევე, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

საღამოს, ასევე, ესწრებოდნენ ქალაქ ხონის მერი ლადო ჯურხაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ვახტანგ ვაჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„სოფელი ახალშენი რაიონში არის ერთადერთი სოფელი სადაც მოქმედებს კათოლიკური ეკლესია და ეს ეკლესია დიდ დახმარებას უწევს ჩვენს სკოლას. აქედან გამომდინარე არც ამ საღამოს დაგვტოვეს უყურადღებოდ და სტუმრად გვეწვია ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი მამა ჯუზეპე პაზოტო, ეპისკოპოსის ვიკარი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიით წინამძღვარი მამა გაბრიელე ბრაგანტინი და დები“,- გვიყვება ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე.

დირექტორის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ასპარეზი გადაეცა ბავშვებსა და მაკა შალიკაშვილს, რომელთა პერფორმანსებმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭა დამსწრე საზოგადოებას, ლექსით ეფერებოდნენ, როგორც ერთმანეთს ისე ყველა იქ მყოფს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ იქ მყოფზე.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო  ქალბატონ მაკა შალიკაშვილს, რომელმაც სხვანაირად დაანახა ბავშვებს პოეზია და აჩვენა მათ, რომ არ არის მათთვის  მიუწვდომელი  ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა და ოცნებების ასრულება, მთავარია ჩვენი ოცნების ასასრულებლად არ დაგვეზაროს შრომა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს ბავშვების ოცნების ასასრულებლად და 22 ივნისის საღამოს მაღალ დონეზე ჩასატარებლად“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება