მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ყველა სხვა ბიოლოგიური სახეობისაგან განსხვავებით, ადამიანი ცოდნისა და უნარების აქტიურ ათვისებას
ბავშვობის ასაკიდან იწყებს“ - ამტკიცებენ უცხოელი პროფესორები: მ. სიუზან დონოვანი და კონ დ. ბრენსფორდი.
მათი თქმით, ადამიანს შეუძლია შეთხზას, ჩაიწეროს, დააგროვოს და სხვებს გადასცეს ჩამოყალიბებული ცოდნა, რომელიც საჭიროა გარემოს გააზრებისა და შეცნობისათვის. ცოდნის დიდი ნაწილი, რომელსაც ადამიანი ფლობს, არაფორმალურად არის მიღებული. იმ ცოდნის თანმიმდევრული ათვისება კი, რომელიც თაობების მანძილზე დაგროვდა, ხშირად ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში მიიღწევა.
სწორედ ამიტომ, ისინი გამოყოფენ ისტორიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისთვის 3 მნიშვნელოვან პრინციპს, რომლები მასწავლებლებმა კარგად უნდა გაიაზრონ სწავლა-სწავლების პროცესისთვის.
აღნიშნული პრინციპებია:
1. სკოლაში შემოსულ მოსწავლეს გარკვეული შეხედულებები გააჩნია სამყაროს შესახებ. თუ მოსწავლეების შეხედულებებს კრიტიკულად არ მივუდგებით, მათ შეიძლება სათანადოდ ვერ გაიაზრონ ახალი ცნებები და ინფორმაცია. ან, შესაძლოა, ესა თუ ის ინფორმაცია მხოლოდ გამოცდის/ტესტის ჩაბარების მიზნით მიიღონ; გამოცდის ჩაბარებისთანავე კი იმავე შეხედულებებს დაუბრუნდებიან, რომელიც კლასში შემოსვლამდე ჰქონდათ.
2. იმისათვის, რომ მოსწავლე კომპეტენტური გახდეს კონკრეტულ სფეროში, აუცილებელია: (ა) ჰქონდეს კარგი საფუძველი ფაქტობრივ ცოდნაში, (ბ) ესმოდეს ფაქტები და იდეები კონცეპტუალური ჩარჩოს კონტექსტში და (გ) შეეძლოს ცოდნის ორგანიზება იმგვარად, რომ არ გაუჭირდეს არსებული ცოდნის გახსენება და გამოყენება.
3. სწავლებისადმი „მეტაკოგნიტური“ მიდგომა დაეხმარება მოსწავლეებს, აკონტროლონ თავიანთი სწავლის პროცესი. ასეთი კონტროლი მიღწეულად მიიჩნევა, თუ მოსწავლეს შეუძლია, დასახოს სასწავლო მიზნები და შეაფასოს საკუთარი პროგრესი ამ მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.