მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული იბრძოდა სტუდენტობისთვის, დღეს კი, სკოლა დიდი სიამაყით გვაუწყებს, რომ ყველა მათგანი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორისაა 2 აბიტურიენტი, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმა აბიტურიენტმა ინგლისურში, მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ქართულში კი - 60-დან, 58 ქულა.
სკოლა კურსდამთავრებულებს დიდი სიამაყით ულოცავს მიღწეულ წარმატებას და მათ საინტერესო სტუდენტობას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“