მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობის დადგენილებით, „მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით, დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე“.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დამტკიცდა მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პრემიით დაჯილდოების პირობებს.
როგორ შეარჩევენ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებსაც 10 ათას ლარს გადასცემენ? - კითხვას თამარ მახარაშვილი პასუხობს
„მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი).
მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:
ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი“.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას, რომელიც გამოავლენს ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე და ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია მიენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა