მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N22 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. სკოლის 31-მა კურსდამთავრებულმა გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლას წელს ერთი 100%-იანი, ცამეტი 70%-იანი და ჩვიდმეტი 50%-იანი გრანტის მფლობელი ჰყავს.
სკოლის დირექტორი ეკა ცხვედაძე, რომელიც კუსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია, ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავს და წინსვლასა და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“