ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათგან სამმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
01-09-2023
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
გიგა ბერაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი -100%-იანი გრანტი;
ლიზი ავალიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -100%-იანი გრანტი;
ზურა ავალიშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -50%-იანი გრანტი;
გიორგი შავიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სერგი მაჭავარიანი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნინი სარალიძე - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.