სიახლეები
სკოლები

„გვეამაყებით!“- ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს 
01-09-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ფრუიძემ, ნია ჯანაძემ და გიორგი ფრუიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან მარიამ ფრუიძემ, ნია ჯანაძემ 50%-იანი დაფინასება მოიპოვეს. 

სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებით ახარებს, კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს.

„1 სექტემბერს სხვა სურნელი აქვს! და თუ ეს დღეს სასიხარულო ამბებით დაიტვირთება სულ სხვა ხიბლით დარჩება ჩვენს მეხსიერებაში! ეს „უტყვი“ სურათები ხომ, ყველაზე მეტად მეტყველია !... ალპანის სკოლის კურსდამთავრებულებო, გილოცავთ! გვეამაყებით! წარმატებები და წინსვლა თქვენ!

P.S.კლასში სულ 4 მოსწავლეა...“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი და სასკოლო საზოგადოებას მათ შედეგებს უზიარებს. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება