სიახლეები
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავარებულებს სტუდენტობას ულოცავენ
04-09-2023
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან ორმა მათგანმა - ნანიკო მეზურნიშვილმა და სალომე მეზურნიშვილმა  50%-იანი გრანტი მოიპოვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სტუდენტი სკოლის ყველა კურსდამთავრებული გახდა.

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ამიტომ დირექტორი მედიკო მირზაშვილი და პედაგოგები, რომელთაც მათ სწავლა-განათლებაში დიდი შრომა ჩადეს, ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

„ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ სტუდენტობას, ბედნიერ, წარმატებულ მომავალს ვუსურვებ. ვულოცავ: კახაბერ მირზაშვილს, ტატო მეზურნიშვილს, ბაჩო მეზურნიშვილს, გოგა მეზურნიშვილს, სალომე მეზურნიშვილს, ცისი მეზურნიშვილს, ნინო მეზურნიშვილს, გიორგი გურულს, ბეჟან ალაფიშვილს, ქეთი ალაფიშვილს, მარიამ ჯიჯიაშვილს, ნათია ხიზანიშვილს, მარიამ ამირანაშვილს, რეზი ყურაშვილს, სალომე თვარაძეს“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ხოლო სტუდენტის სტატუსი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება