მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
2023 წელს უჩხოს საჯარო სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაასრულა, ოთხივე იყო აბიტურიენტი. გამოცდები ოთხივემ წარმატებით დაძლია და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ - დიანა ბოლქვაძე, სოფიკო დეკანაძე, ანა კომახიძე და გიორგი ჯორბენაძე.
სკოლაში მოსწავლეთა შედეგები ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა.
იხილეთ ფოტო:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“