მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ასახელეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლა კურსდამთავრებულების მიღწევით ამაყობს, მათ საუკეთესო მომავალს უსურვებს და ამ შედეგისთვის დიდი მადლობას უხდის.
„ჩვენი კურსდამთავრებულები საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის გაღრმავებას.
თათია ონიანმა, გიორგი ჯანხოთელმა და სალომე ბერიძემ განსაკუთრებულად ასახელეს ჩვენი სკოლა, აქედან სალომე ბერიძე 70%-იანი გრანტის მფლობელი გახდა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ჩიხარეშის საჯარო სკოლა“, - აღნშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“