მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
სკოლა ამაყობს წარმატებული ახალგაზრდების მიღწევებით, გულშემატკივრობს მათ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
„ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები ეროვნულ გამოცდებზე.
გრანტების სიმრავლე არც გასულ წლებში გვაკლდა. ვზეიმობთ, ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომის, მხარდაჭერის კიდევ ერთ სანიმუშო მაგალითს მიითვლის სკოლის მატიანე.
გვეამაყებით ბავშვებო! თქვენ შექმნით საქართველოს ბედნიერ მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“