სიახლეები
სკოლები

გორის N3 საჯარო სკოლის 37-მა კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
04-09-2023
-
+


გორის N3 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მოიპოვეს სახელმწიფოს დაფინასება და სასკოლო საზოგადოებას სიხარულისა და სიამაყის საფუძველი მისცეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ჰყავდა 54 ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული, რომელთაგან 37-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, მათ შორის 7-მა მოსწავლემ 100%-იანი დაფინანსება დაიმსახურა, 8 მოსწავლემ 70%-იანი. ხოლო 22-მა 50%-იანი. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და ახარებთ, რომ პედაგოგთა ღვაწლი დაფასდა. 

„საკმაოდ წარმატებული შედეგია! ვამაყობთ სკოლა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომის შედეგებით. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს შრომისმოყვარე და ნიჭიერ ძვირფას პედაგოგებსა და მოსწავლეებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება