მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
მათ შირისაა დაწყებითი კლასის მასწავლებელი რუსუდან ნოზაძე, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები რუსუდან ნოზაძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ.
„დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ დაწყებითი კლასის მასწავლებელს რუსუდან ნოზაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუს და უსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“