სიახლეები
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი საგანმანათლებლო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდნენ
06-09-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადსხვა საგანამანთლებლო პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ, ამჯერად სკოლა STEM Twinning-ის ფარგლებში გამართულ, შემაჯამებელ კონფერენციას შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 31 აგვისტოს, ლაგოდეხში გაიმართა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, STEM მიმართულებით, საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 15 საპილოტე სკოლა შეარჩია.

პროექტში ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 13 საჯარო სკოლა, 20 მასწავლებელი და 97 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო სახალისო და შემეცნებითი აქტივობები.

თბილისის N72 საჯარო სკოლიდან შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა მოსწავლე ანასტასია წერეთელი და მასწავლებელი ნარგიზ კახაძე.

პროექტში აგრეთვე ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები: ანნა ბროძელი, მარიამ ბითაძე, დანიელ მახათაძე, მარიამ ყაფლანიშვილი, ნინო მაყაშვილი, ანდრია ხაბეიშვილი, ლიკა მელქონიანი და ნიტა ჯირკველიშვილი, რომლებიც ლაგოდეხის შემაჯამებელ კონფერენციას ვერ დაესწრნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა დიდი შრომა გასწიეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ამავე პროექტის ონლაინ კონფერენციაში და ლოგოების შექმნაში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე ანასტასია წერეთელს, პედაგოგ ნარგიზ კახაძეს და ფიზიკის მასწავლებელ ნათია ლაზარაშვილს დასწრებისათვის.

ასევე, სკოლა მადლობას უხდის პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს. წარმატებებს უსურვებს ახალ სასწავლო წელს. ასევე წარმატებებს უსურვებს eTwinning გუნდთან თანამშრომლობასა და სკოლაში STEM აზროვნების დამკვიდრებას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა განსაკუთრებით მადლიერია მშობლებისა, რომლებიც სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება