სიახლეები
სიახლეები

როგორ ემზადებიან სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად - დირექტორები არსებულ ტრადიციებზე
06-09-2023
-
+


ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიური სამზადისია - საკლასო ოთახები წესრიგდება, მასწავლებლები სამუშაო გეგმებს ადგენენ და აქტივობებს გეგმავენ. გარდა ამისა, როგორც წესი, სკოლებში სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმო ღონისძიებები ეწყობა, გარემო სადღესასწაულოდ ირთვება, ზოგან, წარმატებული თანამშრომლებისა და მოსწავლეების დაჯილდოებაც იმართება.

Etaloni.ge დაინტერესდა, კონკრეტულად როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში. ამის გასარკვევად კი დირექტორებს დავუკავშირდით.

დავით ეცადეიშვილი, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს პირველკლასელებისთვის ღონისძიება იგეგმება. ზოგადად, მსგავსი აქტივობა ყოველწლიურად ტარდება. მასში მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მონაწილეობენ. გარდა ამისა, შესაძლოა, მოწვეული მონაწილეებიც იყვნენ. რასაკვირველია, სკოლა საზეიმოდ მოირთვება და სადღესასწაულო განწყობა ერთი კვირის განმავლობაში იქნება. ახალ სასწავლო წელს პედაგოგები დიდი მონდომებითა და სიხარულით ველოდებით.

მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ყოველთვის, ახალი სასწავლო წლისთვის, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. ისეთ გარემოს ვქმნით, სადაც მოსწავლისთვის, მშობლისა და მასწავლებლებისთვის ყოფნა საინტერესო იქნება. პედაგოგებიც თავიანთი სასწავლო გეგმების მიხედვით მოქმედებენ, კათედრები მუშაობენ. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის დადებითი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია და ახალგაზრდების მოტივაციაზეც აისახება. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანი და აზერბაიჯანულენოვანია. მოსწავლეებისთვის, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ. სხვადასხვა იდეას ვამუშავებთ, ვჯერდებით და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვდივართ.

მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე, სკოლაში აქტიური სამზადისია. ექვს საკლასო ოთახში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. განათლების სამინისტროსგან 11 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი მივიღეთ, ახლა კი მას მთელ სასკოლო სივრცეში ვანაწილებთ. გარდა ამისა, პედსაბჭოც ჩავატარეთ. ჩემი მასწავლებლები კურიკულუმებზე მუშაობენ, ასევე, განვიხილეთ კომპლექსური დავალებების საკითხი. კომპლექსური დავალებების ბანკი კიდევ უფრო უნდა შეივსოს. რაც შეეხება სკოლის სასწავლო გეგმას, დღეს დავამტკიცეთ, სადაც ასახულია დამრიგებლების, კათედრის სამოქმედო გეგმა და სკოლის კურიკულუმი.

უშუალოდ სასწავლო წლის პირველ დღეს, მინდა, რომ განსაკუთრებულად პირველკლასელებს მოვეფერო. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამიტომაც, სამწუხაროდ, მხოლოდ 3 პირველკლასელს ველოდებით. მინდა, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარი იყოს. დაწყებითი საფეხურის კათედრის მასწავლებლებს ვთხოვე, რომ თითო იდეა შემოეთავაზებინათ, რათა განსაკუთრებული დახვედრა მოვაწყოთ. ესთეტიკის კათედრის წევრებს - მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლებს ვთხოვე, შემდეგ ამ მიმართულებით ემუშავათ. იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა. ვაპირებ, მშობლებთან შეხვედრასაც, მათ ჩემი სამოქმედო გეგმა უნდა შევთავაზო და მათი აზრიც მოვისმინო.

მთელი სკოლა მონდომებულია, მე უსტატუსო მასწავლებელი არ მყავს, სულ 15 პედაგოგია სკოლაში. მათგან 6 წამყვანი, 1 მენტორი და დანარჩენები უფროსი მასწავლებლები არიან. პრაქტიკოსი პედაგოგი არ მყავს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მათ პროფესიულ განვითარებაში პირადად მე „ლომის წილი“ მიმიძღვის. მათი მოტივატორი ვიყავი, ყველნაიარად ვცდილობდი, რომ პროფესიულად განვითარებულიყვნენ.

ჯანსული შაინიძე, ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებელია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ყველაფერი მოწესრიგებული იყოს - საუბარია ინვენტარზე. პირველკლასელებისთვის ღონისძიება უნდა გაიმართოს, ბუკები გადაეცემათ. პირველ დღეს მშობლებთან შეხვედრაც იმართება, ერთმანეთთან გაცნობითი საუბრები. ახლა აქტიური სამზადისი მიმდინარეობს, შესაბამისად მოირთვება სასკოლო სივრცე.

დონალდ ძაგანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გვიხარია, რომ პედაგოგი დაფასდა და მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს დღე დაწესდა. ეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს რომ დაემთხვა, მასწავლებლებს უფრო დიდ მოტივაციასა და ხალისს გვძენს. ჩვენი სულ მალე რეაბილიტირდება, ამის შესახებ ცნობას ყოველ დღე ველოდებით. ვიცით, რომ სამუშაოები 2023 წელს დაიწყება, მაგრამ ზუსტად როდის იქნება, ჯერ არ ვიცით. რა თქმა უნდა, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში საზეიმო განწყობაა. ტრადიცია გვაქვს, რომ პირველი დღე საზეიმოა - წარჩინებული მოსწავლეები და თანამშრომლები ჯილდოვდებიან. სკოლაში ყველა თანამშრომლის შრომა შესაბამისად ფასდება. რეაბილიტაციის გამო სხვა სკოლაში გადასვლა მოგვიწევს, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ განახლებულ გარემოში ვასწავლით. სასკოლო საზოგადოებას ძალიან უხარია, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, საუცხოო გარემოში დავბრუნდებით.

იური მრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველი დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. საზეიმო აქტივობებში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთვებიან. დასუფთავდა სკოლის ეზო, გარე პერიმეტრიც. ვამზადებთ შესაბამის სადღესასწაულო ღონისძიებას, პირველკლასელთა საზეიმო მიღებას. გარდა ამისა, წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება და პატარა კონცერტი გაიმართება. რა თქმა უნდა, ახალ სასწავლო წელს დადებითი ემოციებით, მოტივირებულები და შემართებით ვხვდებით.

ჯაბა წიფაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:

რასაკვირველია, ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ ვხვდებით, დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიება. იქნება ცეკვები, სიმღერები, ლიტერატურული ნომრები, თეატრალური დადგმები. აღსანიშნავია, რომ საკლასო გარემოც საზეიმოდ ირთვება. როგორც ყოველწლიურად, წელსაც პირველი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებულად დავხვდებით. კლასის ხელმძღვანელებს სხვადასხვა გეგმა აქვთ და ახორციელებენ. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის მსგავსი დახვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მათ მოტივაციაზე აისახება.

იმედა მუკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ყოველთვის, ახალ სასწავლო წელს, ამჯერადაც იქნება საზეიმო ღონისძიება, მისალმება, მოსწავლეებთან დახვედრა. მასწავლებლები სამზადისს ამაღლებული განწყობით შეუდგნენ. ჩემი აზრით, მოსწავლეთა მოტივირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ დადებითი განწყობით დახვდნენ. სიმართლე გითხრათ, მცირეკონტინგენტიანი, საბაზო საფეხურის სკოლა ვართ, სულ ერთ პირველკლასელს ველოდებით. სასწავლო პროცესის დაწყებას ჩვენი მოსწავლეები და თითოეული მასწავლებელი დიდი სიხარულით ელოდება.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ვემზადებით. ფაქტობრივად, ყველაფერი მზადაა. სასწავლო გეგმის შედგენა და სხვა დანარჩენი საორგანიზაციო საკითხები დარჩა. დანარჩენი ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია. შეიძლება ითქვას, რომ ახალ სასწავლო წელს დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ვხვდებით. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დადებითად შევხვდეთ და მოტივაცია შევუქმნათ. უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, წელს პირველკლასელები არ გვყავს, მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს.

ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამჟამად, ჩვენ სოფელ კალაურის საჯარო სკოლის ალტერნატიულ ფართში ვიმყოფებით, რადგან ჩვენი სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამიტომაც, უკვე მეორე წელია, რაც აღნიშნულ შენობაში ვართ. 

რაც შეეხება სამზადისს, შეძლებისდაგვარად ვემზადებით. ჯერ ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებთ, გარდა ამისა, ყველა - დამლაგებლები, დამრიგებლები ჩართული არიან სკოლის დასუფთავების საქმეში. ჩვენ სასწავლო პროცესის დაწყება მეორე ცვლაში გვიწევს, ცოტა დრო გვექნება და პატარა, ტრდიციულ მისასალმებელ ღონისძიებას გავმართავთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ ვითარებას მოვერგოთ, რაც გვაქვს და ჩვენს აღსაზრდელებს არაფერი მოვაკლოთ. ახალ სასწავლო წელს, რასაკვირველია, დადებითი განწყობით ვხვდებით.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

თითო ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დაფინანსება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება