მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის პროექტი „უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის’’ განხორციელდება.
პროექტი - ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის’’, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან წვდომის გაფართოებასა და დასაქმების პოტენციალის გაზრდის უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით, საკონკურსო პროექტები შეიმუშაონ. ყველა პროექტში გათვალისწინებული იქნება სოციალური მეწარმეობის განვითარებისა და არაფორმალური განათლების კომპონენტი.
პროექტს ახორციელებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,Save the Children Nederland’’ ერთად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა