სიახლეები
სიახლეები

დანგრეული სკოლების მოსწავლეთა მშობლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ - ახალი სასწავლო წელი მალე იწყება
06-09-2023
-
+


ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება და მას, მოსწავლეთა ნაწილი ძველი პრობლემებით შეხვდება; დანგრეული სკოლები ოფიციალური სტრუქტურების „ტკივილად“ რჩება, სხვა სკოლებში შეხიზნული მოსწავლეების მშობლები კი არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან.

მანძილი ყველაზე ნაკლები პრობლემაა იმ „თაიგულში“, რომელიც რეაბილიტაციაზე უვადოდ გასული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების „სევდას“ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და მოდი, ვაღიაროთ, მოსწავლეთა მშობლების მოთმინებაც ამოიწურა - ჯერ მხოლოდ გასული სასწავლო წლის განმავლობაში, მშობლებმა არაერთი აქცია მოაწყვეს სკოლებში რეაბლიტაციის დაჩქარებისა და ბავშვებისთვის შესაბამისი სასწავლო პირობების შექმნის მოთხოვნით.

მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღეში სწავლა იწყება, მშობელთა ნაწილმა მხოლოდ ის იცის, რომელ სკოლას მიაკედლეს ბავშვები, ნაწილს ეს ინფორმაციაც არ გააჩნია - დანარჩენ კითხვებზე პასუხი კი უბრალოდ არ არსებობს; ამას ემატება მეორე-მესამე ცვლებად გადალაგებული ცხრილი და 4 საათზე დაწყებული გაკვეთილები (მაღალ კლასებში, სხვათა შორის).

მარტივად რომ ვთქვათ, სკოლების ინფრასტრუქტურაში დიდი გაუგებრობაა და ყველაზე პარადოქსული ისაა, განათლების სამინისტროს კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვს; თავად მინისტრი სხვადასხვა გამოსვლებში აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა და რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მთავრობის უპრეცედენტო პროექტია.

მაგრამ, სანამ 800 სკოლის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, თავად სკოლებმა, რომელთა ავტონომიურობაზეც სულ უფრო ხშირად კეთდება აქცენტი, მინიმუმ, მშობლებთან ურთიერთობები ხომ უნდა დაარეგულირონ?

დირექტორის ახალ სტანდარტში შავით თეთრზე წერია სკოლის ლიდერის, მენეჯერის ფუნქციები და მაშინ, როდესაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, მოსწავლეებს აქვთ კითხვები, არის თუ არა ლიდერის პირდაპირი მოვალეობა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მათ?!

etaloni.ge-ს არაერთი დანგრეული სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მიმართეს იმის გასარკვევად, რა პირობებში იწყებენ სწავლას მათი შვილები და მათ შორის იყო კითხვები თბილისის N165 საჯარო სკოლაზე, რომლის დასრულებასაც უკვე კარგა ხანია ელიან.

ამას ემატება ის, რომ ბავშვების ნაწილი სწავლას 16:00 საათზე დაიწყებს, რაც ზამთარში, სახლში ღამით დაბრუნებას ნიშნავს, ეს ყველაფერი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დისკომფორტს ქმნის და ისიც საინტერესოა, როდის დაბრუნდებიან ბავშვები მშობლიურ სკოლაში.

დეტალების დასაზუსტებლად თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორს, მაია ჯაბაურს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ახალ სასწავლო წელს მისი მოსწავლეები თბილისის N54 და N55 სკოლებში დაიწყებენ:

„მესმის, რთულია, მაგრამ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, რადგან მალე, ალბათ გაზაფხულზე, ძალიან მაგარი სკოლა გვექნება... რაც შეეხება მშობელთა ინფორმირებას, მიმდინარე კვირაში მაქვს საინფორმაციო შეხვედრები, და ყველა მათგანს ვუპასუხებ ყველა კითხვაზე“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სკოლის დირექტორმა;

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია - ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ასეთი სკოლა არაერთია და დიახ, მათ მოუწევთ საინფორმაციო შეხვდრების ჩატარება - მხოლოდ ნაძალდევის რაიონის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, 4 სკოლა ერთმანეთის მიყოლებითაა დანგრეული, ისევე როგორც ჩუღურეთში არსებული ერთ-ერთი საკმაოდ პრესტიჟული სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც, სხვათა შორის, ჯერ ისიც არ იციან, სად მივლენ ახალ სასწავლო წელს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება