სიახლეები
სკოლები

ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში პედაგოგ მარინე კვარაცხელიას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა საზეიმოდ მიულოცეს
07-09-2023
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში პედაგოგ მარინე კვარაცხელიას პროფესიული აღიარება განსაკუთრებულად მიულოცეს. 

მარინე კვარაცხელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულშია. ის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს და ქვეყანას ღირსეული თაობა აღუზარდოს. მას შრომა დაუფასდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია. სკოლაში მასწავლებლის ეს დიდი აღიარება ახარებთ და ფინალში წარმატებას უსურვებენ. 

სკოლამ საზეიმო ვითარებაში მიულოცა მარინე კვარაცხელიას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა და, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 5 ოქტომბერს ღირსეული ფინალი უსურვა.

აღსანიშნავია, ფინალისტებიდან, ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება