სიახლეები
სკოლები

„დაუღალავი შრომითა და მონდომებით ეს შედეგი მივიღეთ“- დიდი ჩაილურის სკოლის 7-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ორი 100%-იანი გრანტის მფლობელია
07-09-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვეს და უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი ავრცელებს. 

„სკოლისთვის საამაყოა ყველა მოსწავლის წარმატება... შვიდი წარმატებული სტუდენტი გვყავს, ორი 100%-იანი გრანტით - ქეთი დურგლიშვილი და მარიამ საგინაშვილი და ასევე, საამაყო სტუდენტები მარიანა ჯაჭვაძე, გიორგი საგინაშვილი, თაკო კირაკოზაშვილი, ზაური კირაკოზაშვილი და ნიკა კირაკოზაშვილი. ყველას ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს“,- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ლია როსტიაშვილს etaloni.ge დაუკავშირდა. მისი თქმით, სკოლაში ძალიან ამაყები არიან, რადგან კურსდამთავრებულებმა სასკოლო საზოგადოების იმედები გაამართლეს და ყველა ასახელეს.

„ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ მუნიციპალიტეტში მთლიანად 8 პირველკურსელმა დაიმსახურა 100%-იანი გრანტი, აქედან კი 2 ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. მე სკოლის დირექტორი 2014 წლიდან ვარ, დაუღალავი შრომითა და მონდომებით ბოლოს, ასეთი შედეგი მივიღეთ.
ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის ძალიან მამოტივირებელი იქნება. ამდენი წლის შემდეგ, პირველად გავუშვით მედალოსნები და გრანტიც მოიპოვეს. ზოგადად, სასწავლო პროცესში ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, მოსწავლეთა დასწრება ყოველთვის მაღალია. იშვიათად შეიძლება მოხდეს, რომ ვინმემ სკოლა გააცდინოს. ჩემი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებაში სკოლის როლი ნამდვილად დიდია. ყველა ხედავდა, რომ მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ იშვიათად რომ სკოლა გაეცდინათ.
ყველას წინსვლას, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებ. უფალმა ინებოს, რომ ყოველ წელს ასეთი გახარებულები ვიყოთ“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 

გარდა ამისა, ლია როსტიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წლების განმავლობაში მედალოსნები არ ჰყოლიათ, ახლა კი დაუღალავი შრომის შედეგად, მიზანს მიაღწიეს. 

„ჩაილურის სკოლის ისტორიაში მხოლოდ ერთი მედალოსანი იყო, ისიც 2009 წელს. შემდეგ სკოლას მედლები აღარ გაუცია. 2022-2023 სასწავლო წელს კი სამი მედალოსანი - 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მფლობელები გვყავდა. ამ კურსდამთავრებულებიდან კი 2 100%-ანი გრანტის მფლობელი გახდა“,- ამბობს ლია როსტიაშვილი.

სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც მოსწავლეთა შრომა, ასევე დირექციისა და პედაგოგთა ამაგი და კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.  


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება