სიახლეები
სიახლეები

გურიაში სტიქიის შედეგად 3 პირი დაიკარგა, აქედან 2 არასრულწლოვანია
08-09-2023
-
+


გურიაში სტიქიას ებრძვიან, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გარე სამყაროს მოწყვეტილია რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ, გურიაში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
 
„ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დეტალურად არის გაწერილი დარღვევისთვის რა ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის

ვინ დასაქმდება ბაღში მხოლოდ ატესტატის ან პროფესიული დიპლომის საფუძველზე - დოკუმენტი

„გარკვეულ შემთხვევებში სკოლებში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს  საკლასო ოთახებში“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია პასუხობს
 
სკოლები
„პედაგოგებთან: ქეთევან დავითაშვილსა და ია ტუშურთან ერთად, მსოფლიოს საოცრებებზე საუბარმა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია ნორჩ მკითხველებში“
 

ცხუმარის საჯარო სკოლის გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა 

ორგანიზატორები გახლდნენ პედაგოგები: ნანა ზაალიშვილი და მაია ახალკაციშვილ

საბუეს საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო შეჯიბრება გაიმართა ფრენბურთში

ჩოლურის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა III - VI კლასებსა და IX-XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...