სიახლეები
სკოლები

გორგაძეების საჯარო სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 
08-09-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ერთმა კი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ -  1. ნინი გორჯელაძე; 2.ფატიმა გორჯელაძე; 3.ნაირა კონცელიძე; 4.ლალი სხირტლაძე; 5.ანრი შერვაშიძე; 6.თემურ შაქარიშვილი (50% -იანი გრანტი) 7.ალექსანდრე შაქარიშვილი. 8.სულხან შამანაძე 9.ლევან შამანაძე 10.ნინი შერვაშიძე.

კურსდამთავრებულთა კლასის დამრიგებელი მარინა კახიძე გახლავთ, რომელიც ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა და მათი წარმატება განსაკუთრებულად ახარებს. 

კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„გორგაძეების საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! ცხოვრების ამ ულამაზეს ხანაში გისურვებთ წარმატებით დაუფლებოდეთ პროფესიულ უნარებს, მეცნიერულ საფუძვლებს და რაც მთავარია-გესახელებინოთ სამშობლო!!!

წელს, ჩვენს სკოლას აქვს საამაყო იმით, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა სკოლის და სკოლაში მოღვაწე მასწავლებლების დამსახურება და მათი მუშაობის შედეგია. გილოცავთ !!!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება