სიახლეები
სკოლები

მუღანლოს საჯარო სკოლის მორიგი წარმატება - კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ, პედაგოგებმა კი სტატუსი აიმაღლეს 
08-09-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლაში მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ, პედაგოგებმა კი სტატუსი აიმაღლეს. 

მედლის სამი კანდიდატი: სამაია ნავრუზოვა, გულო გუსეინოვა და აქსანა გუსეინოვა სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ და მათთვის სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან. 

პედაგოგებმა კი, კვალიფიკაცია აიმაღლეს და პროფესიული განვითარებისკენ კიდევ ერთი, წარმატებული ნაბიჯი გადადგეს.

მასწავლებლები- მაია ოდიშვილი და ქეთევან ქიტესაშვილი წამყვანის სტატუსით, ნინო სამხარაული კი, მენტორის სტატუსით გააგრძელებენ პროფესიულ მოღვაწეობას.

სკოლა ამაყია ახალგაზრდებისა და პედაგოგების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებს.

„კარგი ამბებით დაასრულა გასული სასწავლო წელი ჩვენმა სკოლამ, სამი მოსწავლე წარადგინა მედალზე და კიდევ უფრო კარგი ამბით, იწყებს ახალ სასწავლო წელს, ჩვენი მედალოსნები სტუდენტები გახდნენ, გილოცავთ ბავშვებო! ბედნიერი სტუდენტობა და უამრავი წარმატება! პედაგოგებმა კი კვალიფიკაცია აიმაღლეს - გილოცავთ და წინსვლას გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება