სიახლეები
სიახლეები

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
08-09-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული პროექტის/გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ჟიურის წევრები დაესწრნენ.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. წელს ინოვაციების საზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.  სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, მოახდინეს გუნდების ფორმირება კონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავეს ინოვაციური პროექტების მოდელი.

გამარჯვებული პროექტი/გუნდი გახდა Releafer. სტარტაპ იდეაზე იმუშავეს KIU-ს სტუდენტებმა: ნიკო ქასრაშვილმა, თამარ სანაიამ, ლუკა სანაიამ, ნინი შარვაშიძემ და ლიზა თაყაიშვილმა. გამარჯვებულები KIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით  დაჯილდოვდება და ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრება.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდე KIU-ს სტუდენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.  

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ადიქცია ბავშვებში - ქცევები რომლებსაც ყურადრება უნდა მივაქციოთ

რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება