სიახლეები
სკოლები

„თქვენ ეს შეძელით!“ - ბალდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
08-09-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. მათგან ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ -  ანი ბჟალავა (70%-იანი გრანტი), მარი წულაია (50%-იანი გრანტი), თიკა ბართია, საბა ბართია და გიორგი ბჟალავა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და უსურვებს მათ კვლავ ახალ-ახალი მიღწევებით და წარმატებებით მწვერვალების დაპყრობას. ბედნიერებაა სასურველ სასწავლებელში მოხვედრა, თქვენ ეს შეძელით და უდიდესი სიხარული განიცადეთ. გისურვებთ ნათელ და ბედნიერ მომავალს, საინტერესო სტუდენტურ წლებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება