სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
11-09-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ და მოწოდებულნი არიან ნაკითხი, ინტელექტუალი და ერუდირებული თაობა აღზარდონ. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, 8 სექტემბერი წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მოსწავლე-მასწავლებლებმა ეს დღე აღნიშნეს. ქუთაისის მე -16 საჯარო სკოლა წიგნიერ კამპანიას - „კითხვის 15 წუთი“ შეუერთდა.

განსაკუთრებით იაქტიურეს - გაბრიელ მანველიძემ, ნოდარ ცირეკიძემ, ნია ჩუბინიძემ, საბა შალამბერიძემ, თამარ ბრეგაძემ, ანასტასია ვარშავსკიმ, გიორგი ბაღდავაძემ, ნიკოლოზ ბაღდავაძემ და ნიკოლოზ გვანცელაძემ მათმა დამრიგებელმა ლანა კილაძემ. მეოთხეკლასელებმა საყვარელი ლიტერატურა წაიკითხეს და სხვებსაც კითხვისკენ მოუწოდეს. 

სკოლაში მე-4 კლასის ლანა კილაძე დამრიგებელს და მის მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან და ასევე, ლანა კილაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„მადლობას ვუხდით მეოთხე კლასის დამრიგებელს, საუკეთესო და წარმატებულ ლანა კილაძეს და ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება