სიახლეები
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგ ხათუნი ასანიძის ინიციატივით, მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
11-09-2023
-
+


31 აგვისტოს, ქალაქ ლაგოდეხში, STEM Twinning-ის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგის ხათუნი ასანიძის ინიციატივით, სკოლის დირექტორის მანანა ბახტურიძისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილის მხარდაჭერით მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციას უძღვებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე. ხათუნი ასანიძის (პროექტის ავტორი) და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის - ლია სუთიაშვილის (პროექტის თანადამფუძნებელი) თანამშრომლობით დაიგეგმა პროექტი „STEM-ი 21-ე საუკუნის საწყისი და მომავალია“. პროექტში ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 13 საჯარო სკოლა და 97 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო თანმიმდევრული სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. გაიმართა ვებინარები, რომლებიც ცნობადმა პიროვნებებმა ჩაატარეს.

მოსწავლეებს აუმაღლდათ ცოდნა STEM საგნების შესახებ. მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, მოიძიეს დამატებით ინფორმაციაც და წარმოადგინეს პრეზენტაციები, შექმნეს საუკეთესო პროდუქტი, ჭკვიანი ჯოხი, ჭკვიანი ურნა, სინესტის გამზომი მოწყობილობა.

ლაგოდეხში გამართულ კონფერენციას ესწრებოდა პროგრამა eTwinning-ის ხელმძღვანელი ხატია მატკავა  და საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის - „ჩხირკედელას“ წარმომადგენლები კახა ჟღენტი და ნუგზარ მოსულიშვილი. 

კონფერენციაზე სპეციალურად მიწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და STEM საგნის პედაგოგები. 

„გავუზიარეთ გამოცდილება რომლის მიზანიც იყო, მოწვეულ პედაგოგებს სურვილი გაუჩნდეთ მომავალში STEM მიმართულებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში განახორციელონ მრავალფეროვანი პროექტები და ხელი შეუწყოთ  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, STEM მიმართულების პოპულარიზაციას“,- გვიყვება ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე.

მისივე თქმით, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები და საბოლოო პროდუქტი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

„შევთანხმდით, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა და ჩვენ მომავალ თაობას, როგორც მომავლის ინტელექტუალურ ძალას, საჭიროა გავუჩინოთ STEM საგნებისადმი უდიდესი ინტერესი, მათ შეძლონ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება და მომავლის შეცვლა!“,- დასძენს პედაგოგი და კონფერენციის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.   

„უღრმესი მადლობა კონფერენციაში მონაწილე სკოლებს, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, უღრმესი მადლობა ჩვენს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ევროპულ სკოლათა გაერთიანება STEM Twinning გუნდს, საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას“, „როკო აკადემიას“ მხარდაჭერისათვის, მადლობა, რომ სკოლის პედაგოგებს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ საინტერესო პროექტებში და გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები.

უღრმესი მადლობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ლაგოდეხის სპმთპ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაცია ორგანიზაციას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის. მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ კონფერენცია წარმატებით განხორციელდა უღრმესი მადლობა სასტუმრო „როიალ პალასს“ და მის ხელმძღვანელს - ქალბატონ ლალი გრიგალაშვილს, ულამაზესი გარემოსა და სრულიად უსასყიდლოდ დათმობილი საკონფერენციო ფართისთვის.

განსაკუთრებული მადლობა, ჩემი სკოლის ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილს მის წარმომადგენელს მაკა მოდებაძეს, პარლამენტის წევრს, საკრებულოს წევრებს და მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავს ხათუნი ასანიძე.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 15 საპილოტე სკოლა შეარჩია. მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა. სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ.

პროექტში ჩართული სკოლები მთელი წლის განმავლობაში ახორციელებნენ სხვადასხვა პროექტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კოლეგებთან ერთად. პროექტის ფარგლებში, კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლები ცენტრის ბაზაზე გადამზადდნენ. ასევე, დაიგეგმა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ვიზიტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ, STEM მიმართულების კლუბ „ჩხირკედელაში“.

პროექტში ჩართულნი იყვნენ შემდეგი სკოლები. 

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა პროექტის ავტორი პედაგოგი ხათუნი ასანიძე;
  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თანაფაუნდერი ლია სუთიაშვილი;
  3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა, პედაგოგი თეა ღვინიანიძე
  4. ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა, პედაგოგი რუსუდან კარკაძე
  5. მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა, პედაგოგი ელიზა კუკავა
  6. თბილისის N70 და N72 საჯარო სკოლები - პედაგოგი ნარგიზი კახაძე;
  7. თბილისის კლასიკური გიმნაზიის და 169 -ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ნოზაძე;
  8. Roco Academy მოსწავლეთა რობოტექნიკის ხელმძღვანელი დავით ნოზაძე;
  9. საჩხერის N2 საჯარო სკოლა- პედაგოგი ინგა მოსიაშვილი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება