სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ლექსები, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველ დღეს გამოადგებათ
12-09-2023
-
+


ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სწავლის პირველ დღეს მოსწავლეთა ნაწილი მონატრებულ მასწავლებლებსა და სასკოლო გარემოს ნახულობს. მეორე ნაწილი კი სკოლის კარს პირველად აღებენ - ესენი პირველკლასელები არიან, რომელთათვისაც ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. 

15 სექტემბერს სკოლებში, როგორც წესი, სხვადასხვა აქტივობა, ღონისძიება თუ ზეიმი იმართება. მათში კი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან, მღერიან, ცეკვავენ, სიტყვით გამოდიან და ლექსებს კითხულობენ. ჩვენ სწორედ ის ლექსები მოვძებნეთ, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველ დღეს გამოადგებათ.


გიყვარდეს წიგნი

გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!

გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!

გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!

გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!

ალეკო შენგელია

დედის დარიგება

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა
შენსა ქვეყანას გამოადგება.

იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,
დიდი განძია სწავლის შეძენა,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად
გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!

მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.

გიორგი ჭალადიდელი


თანაკლასელებთან

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

ოთხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოიდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
ისე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზიანია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ნესტან კუპრავა

სიმღერა წიგნზე

ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის იასა.
მთიდან წყარო მოიმღერის
დელი-ოდელიასა.
ძია კომბლემ მწვანე სერზე
ცხვარი ჩამოატარა.
- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! -
სთხოვს მერცხალი პატარას.
ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
მთები გადინადირა.
ხუთკუნჭულამ გვახარხარა
და შვლის ნუკრმა გვატირა.
წიგნის მადლით შევიყვარეთ
აკაკი და ილია,
მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
ვსვამთ და არ დაილია.
შრიალ-შრიალ ფოთლებია,
თუ ფიფქები ფანტელა!
ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
გია, თამრო, ნათელა...
მის ჯადოსნურ სილამაზეს
ერთხელ ვინც ეზიარა,
ყველამ გულით შეიყვარა
წიგნი ფურცლებშრიალა.

გივი ჭიჭინაძე
 

მასწავლებელი

მასწავლებელი მდუმარე
გულანთებული თვალით,
მოსწავლისათვის ფეხდაფეხ
მიდევნებული ფარი.
მასწავლებელი მშობელი
მლოცველი შვილთა ლხენისა,
მან გაიარა თორმეტი
თორმეტი ბეწვი ხიდისა!
გაზარდა,დააფრთიანა
ვარსკვლავნი,სხივთა დასისა,
დღეს სიამაყით იძინებს
იგონებს წლებსა კლასისას!
ბევრი თაობა აღზარდა
ბევრს ჩაუნერგა რწმენა,
თვითშეფასება ამაღლდა
მშობელს გაუჩნდა ლხენა!

ანი კაპანაძე

სკოლა

ჩემი ტკბილი აი ია,
საოცარი რამ არის,
სკოლის კარს რომ შემოვაღებ,
სიხარული აქ არის.
აქ ვისწავლი მეგობრობას,
წერა-კითხვას, ანგარიშს,
აქ ვისწავლი როგორ გაჩნდა,
ჩემი ქვეყნის მთა-ბარი.
სკოლა არის ცოდნის სახლი,
განათლების აკვანი,
ბავშვობის და სიყმაწვილის,
საოცნებო ზღაპარი!

მაია წიგნაძე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება