სიახლეები
სკოლები

ძენწმანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, საიმე ქარცივაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
12-09-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლას წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, საიმე ქარცივაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში პედაგოგს ახასიათებენ, როგორც პროფესიის ერთგულ, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებას. დირექცია და მასწავლებლები საიმე ქარცივაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - საიმე ქარცივაძეს წამყვანი სტატუსის დამსახურებულად მოპოვებას. პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულება, გულისხმიერი შრომა, მოსწავლესა და მშობელთან მჭიდრო, სიყვარულით სავსე, თბილი დამოკიდებულება მასწავლებლის თანმდევი პროცესია, რაც ნათლად აისახა საიმე ქარცივაძის პრაქტიკულ საქმიანობაში. ის აქტიურად არის ჩართული, როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე სამუშაოებში და წარმატებით ახორციელებს მის მიერ დაგეგმილ საქმიანობებს. ჰყავს წარმატებული მოსწავლეები, გამოცდილებას უზიარებს, არამარტო საკუთარი სკოლის თანამშრომლებს, არამედ ყველა დაინტერესებულ კოლეგას რაიონულ თუ რეგიონალურ კონფერენციებში მონაწილეობის სახით. ძენწმანის საჯარო სკოლა ამაყობს საიმე ქარცივაძის მიღწევით და იმედოვნებს, რომ ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება