სიახლეები
სკოლები

„მადლობა, სიყვარულისთვის, დაუღალავი შრომისთვის“- ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგ მაყვალა ჯგუბურიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
12-09-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს მაყვალა ჯგუბურიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესა, ქართული ენისა და ლიტერატურის ბრწყინვალე პედაგოგს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი, სიგელი და ფასიანი საჩუქარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ასევე, გიგლა სულამანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ბულია და ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა.

მერმა მაყვალა ჯგუბურიას მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესია ძალიან დასაფასებელია.

„თქვენი ცხოვრების წესით დაამტკიცეთ, რომ ხართ გამორჩეული ადამიანი, ყოველთვის მოხარული ვიქნები თქვენთან ურთიერთობით, კიდევ ბევრი თაობა აღგეზარდოთ.  მაყვალა ჯგუბურიამ თავისი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით, დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა საზოგადოებაში. მისი შრომა, მრავალგზის დაფასდა: უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, “სახალხო განათლების წარჩინებული“ პედაგოგი, 2001 წელს „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა“,-აღნიშნა ბატონმა მამუკა წოწერიამ.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ, მაყვალა ჯგუბურიას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებულ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას და მას ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობას უხდიან. 

„ქალბატონმა მაყვალა ჯგუბურიამ ჩხორიის საჯარო სკოლის ათასობით აღსაზრდელს ლამაზი და მრავალფეროვნად დატვირთული წლები აჩუქა. ის 50 წელზე მეტია მუშაობს სკოლაში და მიუხედავად წელთა სიმრავლისა, დღესაც უშურველად განაგრძობს ნაყოფიერ მოღვაწეობას.

მადლობა, მას მოსწავლეების ფიქრში თეთრად გათენებული ღამეებისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, იმ დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომისათვის, რაც თან ახლავს მასწავლებლის მოღვაწეობას. ჩხორიის საჯარო სკოლას კიდევ დიდხანს ნუ მოჰკლებოდეს მისი დახვეწილი ინტელექტი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება