სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლის ჩაცმულობა მოქმედებს მოსწავლეზე“ - დიზაინერის რჩევები სასწავლო წლის პირველი დღისთვის
14-09-2023
-
+


აკადემიური სტილი თანამედროვე დეტალებით - ასეთ ჩაცმულობას ურჩევს დიზაინერი ნანა მელქაძე პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს. როგორც ის ამბობს, გემოვნებით ჩაცმული მასწავლებლების მიმართ მოსწავლეებიც მეტ პატივისცემას იჩენენ.

სწავლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგისა თუ მოსწავლის ჩაცმულობის შესახებ რჩევები დიზაინერმა etaloni.ge-ს მკითხველს გაუზიარა. 

- ნანა, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის ჩაცმულობა რამდენად აისახება მოსწავლის განწყობაზე?

- მასწავლებლის კარგი და გემოვნებიანი ჩაცმულობა, რა თქმა უნდა, მოქმედებს მოსწავლეზე. პედაგოგის ჩაცმულობა, გემოვნება და დახვეწილობა მოსწავლეების მათდამი მეტ პატივისცემას იწვევს. არ არის საჭირო, მდიდრულად გეცვას, მთავარი გემოვნება და დახვეწილობაა. ჩემი მოსწავლეობის დროს რომელ მასწავლებელსაც განსხვავებულად, თანამედროვედ და გემოვნებიანად ეცვა, ყველა მახსოვს. მოსწავლე აუცილებლად ამჩნევს პედაგოგის დახვეწილ გემოვნებას. პედაგოგს, როგორც წესი, აკადემიურად უნდა ეცვას. განსაკუთრებით, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, გამორჩეული და მოსწავლისთვის თვალშისაცემი უნდა იყოს.

- როგორი იქნება თქვენი რჩევები ამ მხრივ, რა გაითვალისწინონ პედაგოგებმა ამ დღისთვის?

- ჩაცმულობა ყველასთვის ინდივიდუალურია, სტილის მიხედვით უნდა აირჩიონ, რას ჩაიცმევენ, რადგან ყველას თავისებური სტილი და აღნაგობა აქვს. ამ დღეს ძირითადად კლასიკურ კაბებს იცმევენ პედაგოგები, თუმცა რაიმე ორიგინალურის მორგება კარგი იქნება - ვთქვათ, ორიგინალური ბაფთა, რომელიც გამოაცოცხლებს მაგალითად, კლასიკურ შავ კაბას.

ცოტა პუტკუნებისთვის კარგია შარვალი და მოსასახამი. მაგალითად, ე წ. ბალახონის ტიპის მოსასხამი და რაიმე ორიგინალური აქსესუარი - ასე გაპრანჭულიც გამოვა და აკადემიურიც. ახლა ბაფთებია მოდაში. თეთრ პერანგზე შავი ბაფთები და პირიქით - შავზე თეთრი.

პიჯაკი და ქვედაკაბა - ასევე კარგი შეხამებაა. თუ გამხდარია, ამ შემთხვევაში, მუხლს ოდნავ ქვემოთ სიგრძის კაბაა უკეთესი. მასწავლებლებისთვის მე, ძირითადად, ამ სიგრძის კაბებს ვკერავ. თვითონაც ასე მიიჩნევენ საჭიროდ და მეც იმავეს ვურჩევ.

- კლასიკური პიჯაკი თუ კაბა პედაგოგს სიმკაცრეს ხომ არ მატებს, რამაც შეიძლება, მოსწავლე დათრგუნოს კიდეც?

- ამიტომაც, პიჯაკი განსხვავებული და ორიგინალური უნდა იყოს. სტანდარტული და ძალიან მკაცრი პიჯაკი უნდა შეამსუბუქონ გარკვეული აქსესუარებით, რომ ამავდროულად თვალში მოსახვედრი და მისაღები იყოს იმ საზეიმო დღისთვის. მაგალითად, პიჯაკის ერთ მხარზე დამაგრდეს რაიმე საინტერესო აქსესუარი, რომ ერთდროულად კლასიკურიც იყოს, ორიგინალურიც და ყველასთვის მისაღებიც.

სულაც არ არის მკაცრი, მაგალითად, კლასიკური კაბა, რომელსაც ცალ მხარეს გრძელი მკლავი აქვს და მეორე მხარეს - არა. ასეთს ვუკერავ ახლა ერთ მასწავლებელს - მხოლოდ ერთ მხარეს აქვს სახელო. ეს არის კლასიკური, დახვეწილი კაბა ორიგინალური შტრიხით.

ისე კი, ძირითადად ორეულებს - პიჯაკს და შარვალს ან პიჯაკს და ქვედაკაბას იცმევენ. სწავლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგს მშობლებიც აქცევენ ყურადღებას და მით უმეტეს, ბავშვები.

ჩემთან მოსული პედაგოგები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ მასწავლებლები არიან და პედაგოგს რომ შეესაბამება, ისეთი სტილის სამოსი უნდათ. პედაგოგს კი, რა თქმა უნდა, უფრო კლასიკური სამოსი მიესადაგება და არა - თინეიჯერული, მაგალითად, დახეული ჯინსები. მოსულან ახალგაზრდა, 27-28 წლის პედაგოგები, რომლებიც ასევე კლასიკურად იცვამენ. ერთმა შეიკერა სასწავლო წლის პირველი დღისთვის „კლიოში“ ქვედაკაბა ფრანგული სიგრძით, ოდნავ „გაფხორილი“, თეძომდე პიჯაკით. პიჯაკი შემოდგომის ფერებშია და ულამაზესი გამოვიდა, ქვედაკაბა შავია და პიჯაკსაც დავურთეთ შავი დეტალები.

რაც შეეხება პერანგებს და კაბებს, არ არის აუცილებელი, კლასიკური საყელო ჰქონდეს. სამკუთხედი გულიც გაგვიკეთებია, ოვალურიც... მთავარია, ადამიანის აღნაგობასა და სტილთან შესაბამისობაში მოდიოდეს. სწავლის დაწყების პირველი დღისთვის კი ყველას უნდა სწორედ პედაგოგის სტატუსში წარმოჩინდეს ლამაზად.

ამ დღეს მხოლოდ მასწავლებლები კი არა, მშობლებიც ცდილობენ, თანამედროვე-კლასიკური ჩაცმულობით წარსდგნენ სკოლაში. მეც განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე, რომ შვილს სკოლაში გავყვე და ასევე კლასიკურ სტილს ვირგებ. ამავეს ვურჩევ სხვა მშობლებსაც.

- მოსწავლეებს, რომელთა სკოლებშიც უნიფორმები არ არის, რა შეიძლება ვურჩიოთ, როგორ გამოეწყონ სწავლის დაწყების პირველ დღეს?

- ეს თაობა ჩვენი თაობისგან განსხვავებულია და ძირითადად თავისუფალი სტილის ჩაცმულობა უყვართ, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ პირველ დღეს ამ სტილისგან განსხვავებულები უნდა იყვნენ და მერე ჩაიცვან, რაც უნდათ.  

ბიჭების ჩაცმა უფრო ადვილი - თეთრი ან სხვა ღია ფერის პერანგი და შარვალი. გოგონებსაც, ასევე თეთრ ან რაიმე ღია ფერის, მაგალითად, ცისფერი პერანგის ჩაცმას ვურჩევ შარვალთან ან ქვედაკაბასთან ერთად. არც ბიჭებს და არც გოგონებს არ ვურჩევ პირველ დღეს მაისურის ჩაცმას. ეგ მერე ჩაიცვან, სხვა დღეს... ახლანდელ თაობას თავისი გემოვნება აქვს და რთულია, ჩაერიო. ჩემი ერთი შვილი უკვე სტუდენტია, მეორე - სკოლის მოსწავლე. არც მე ვერევი მათ ჩაცმულობაში. ვხვდები, რა უნდათ და იმის მიხედვით ვარჩევთ.

ჩემი რჩევა იქნება, ჩვეულებრივისგან განსხვავებულად, სპორტულ-კლასიკურ ფორმაში გამოეწყონ. პერანგებიც არის კლასიკური სპორტული დეტალებით და შეუძლიათ, ასეთი მოირგონ. თანამედროვე ბავშვებს პერანგები სამი ზომით დიდი აცვიათ და უხდებათ კიდეც. ალბათ მოსწავლეების უმრავლესობა მაინც ასე წავა სკოლაში პირველ დღესაც. გოგონებს მამაკაცური ჩაცმულობა უფრო მოსწონთ და კაბებს საერთოდ არ იცვამენ. მაინც ვურჩევ, ღია ფერები ჩაიცვან და ისე მივიდნენ. ღია ფერებია მოდაში და როგორც ვიცი, ბავშვები მისდევენ მოდას. შესაბამისად, სწავლის დაწყების პირველი დღე უფრო ნათელი და ღია ფერებში უნდა იყოს და ალბათ ასეც იქნება. მასწავლებლებს კი შეუძლიათ, ის ფერი ჩაიცვან, რომელიც უფრო უხდებათ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

იხილეთ 7 საგამოცდო საგნის ტესტი, რომლიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა - გამოცდები 2024

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება